ჯანდაცვის კომიტეტი დარგის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს

ჯანდაცვის კომიტეტი დარგის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს

access_time2017-04-05 14:02:33

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სოციალური და ჯანდაცვის მომსახურების თაობაზე იმსჯელეს.

 

 

შეხვედრის გახსნისას, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემების უწყვეტი გაუმჯობესებისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დარგის გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც კომიტეტის 2017-2020 წლების კონკრეტული სამოქმედო გეგმის საფუძველი გახდება.

 

 

„სამუშაო შეხვედრების ციკლი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩვენ მოგვიწევს განვსაზღვროთ გრძელვადიანი ხედვა ამ ქვეყანაში ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობის სისტემებისათვის. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს რეფორმების თანმიმდევრულობა და სიმყარე, რაც ასე აკლდა ამ სფეროს. დღემდე რეფორმები იყო წინააღმდეგობრივი და იცვლებოდა ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალების ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მსჯელობების გარეშე. ვიღებდით დაკარგულ დროს, დაკარგულ რესურსებს და, რაც მთავარია, შელახული იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რადგანაც საბოლოო ჯამში, ფერხდებოდა სტაბილური განვითარება ამ სფეროში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, გეგმა შეიძლება ზედმეტად ამბიციურია, თუმცა მიღწევადია იმ გამოცდილების ფონზე, რაც ქვეყანამ დააგროვა ამ წლების განმავლობაში როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი კუთხით. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა ერთად შეძლებს ჩამოაყალიბოს ის მიმართულებები და ხედვა, ის მოდელი, რომელიც იქნება, ერთი მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და, მეორე მხრივ, საკუთარ გამოცდილებაზე, ქართულ რეალობაზე მისადაგებული.

 

 

გადაწყდა, რომ შეხვედრები თემატური მიმართულებების მიხედვით გაიმართება. პირველი შეხვედრა სოციალური მომსახურების საკითხებს მიეძღვნა და ამ მომსახურებაში, რომელშიც ასევე შედის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაც, როლების და პასუხისმგებლობის განაწილებას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

 

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თავის გამოსვლაში მთავარი აქცენტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში მუნიციპალიტეტების როლზე გააკეთა და ამ კუთხით საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. მან ყურადღება გაამახვილა ძირითად პრობლემებზე და აღნიშნა, რომ რაიონებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურებს ნაკლები პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ამ მიმართულებით ადამიანური რესურსის განვითარების პრობლემაც დგას, არსებობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჰიგიენური ნორმების, სტანდარტების დეფიციტი და არ არსებობს მათი შემუშავების ერთიანი პოლიტიკა, ისინი არაჰარმონიულია ევროკავშირისა თუ სხვა სტანდარტებთან. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამითა თუ სტრატეგიით კიდევ უფრო იზრდება დავალებები მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვით სამსახურებზე, იზრდება მათი მაკონტროლებელი ფუნქცია, რასაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, ადამიანური რესურსი ვერ პასუხობს.

 

 

ამირან გამყრელიძემ არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის კოორდინირებული საქმიანობა ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდგომი განვითარების მიმართულებით. მისი განცხადებით, ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში დაიწყოს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის.

 

 

მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეთა გამოსვლები შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობის პრინციპებს, ინფრასტრუქტურის განვითარება-რეაბილიტაციის საკითხებს; დაფინანსების სქემებს და მუშაკთა შრომის ანაზღაურების საკითხებს; საკადრო პოტენციალის შერჩევა-გაძლირებას, პროფესიული (უწყვეტი) განათლების საკითხებს.

 

 


გამომსვლელთა აზრით, დეცენტრალიზაცია საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად, ამასთანავე უნდა გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ჯანდაცვის სფეროში.

 


გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტ ნათია ფარცხალაძის გამოსვლის თემა იყო: „სოციალური მომსახურებები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე".

 

 

ნათია ფარცხალაძემ სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაკის ინსტიტუტზე, რომლის განვითარება რამდენიმე წლის წინ აქტიურად დაიწყო, თუმცა ბოლო ხანებში შეფერხდა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს, ამ სისტემის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად რესურსების გაზრდაა საჭირო.

 

 

მომხსენებლის თქმით, მრავალი კითხვა ჩნდება სოციალური მომსახურების თაობაზეც: როგორია ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების როლი, ვინ უნდა შეიმუშაოს სტანდარტები, ვინ უნდა განახორციელოს მომსახურების მონიტორინგი, როგორი უნდა იყოს სტანდარტიზებული კრიტერიუმები და სხვა.

 

 

აკაკი ზოიძემ სოციალური დახმარებების სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე ისაუბრა, შემდეგ კი ასევე დისკუსია გაიმართა.

 

 

ყურადღება დაეთმო საბაზისო სოციალური მომსახურების პაკეტის შემოტანის საკითხს, ასევე იმას, თუ როგორი უნდა იყოს ოპტიმალური გამოსავალი რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სოციალური სამართლიანობა. გამომსვლელთა აზრით, უკვე დადგა იმის დრო, რომ სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა სიღარიბის დასაძლევად, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისკენ. გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დასახვეწია მიზნობრივი დახმარების საკითხიც, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის აუცილებელია იყოს კოორდინაცია. შემოვიდა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ისევე, როგორც ჯანდაცვაშია საბაზისო პაკეტი, სოციალური დახმარების საბაზისო პაკეტიც უნდა არსებობდეს.

 

 

დასასრულ, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სასურველია ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაში.

 

 

„ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული დაინტერესებული მხარეების ფართო წრე რომელიც პარლამენტის წევრების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციათან ერთად, მოიცავს ექსპერტებს, ასოციაციებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შრომითი ურთიერთობების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს", - აღნიშნა, აკაკი ზოიძემ.

 

 

მისი თქმით, ისეთ მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის, სოციალურ დაცვის სფეროში, უნდა იყოს საყოველთაო შეთანხმების საგანი და პოლიტიკური ამინდის ცვლილების მიუხედავად აღებული კურსი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში არ უნდა იცვლებოდეს.

 

 

აკაკი ზოიძის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს საკმაოდ მკაფიო ხედვა იმისა, თუ ქვეყანა საით მიდის, სტრატეგიის განსაზღვრის შემდეგ კი კომიტეტი ოთხწლიან, მკაფიოდ განსაზღვრულ სამოქმედო გეგმაზეც შეჯერდება. მან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, აღნიშნული სფეროს განვითარების თაობაზე კომიტეტს თავიანთი წინადადებები მიაწოდონ, რომლებსაც სტრატეგიის შემუშავებისას გამოიყენებენ.

 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.

 

 

შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up