„ეროვნული ბანკი ისევ ჩემი დასაცავი რომ გახდება, არადა არ არის ღირსი“-რომან გოცირიძე

„ეროვნული ბანკი ისევ ჩემი დასაცავი რომ გახდება, არადა არ არის ღირსი“-რომან გოცირიძე

access_time2020-05-13 15:45:42

„საქართველოს ეროვნული ბანკმა“ „საქართველოს კაპიტალის ჯგუფი“, რომელიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ (GHG) ფლობს, მოქმედი რეგულაციების დარღვევის გზით, საქართველოს საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა.


„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების პასუხად აღნიშნავს, რომ მარეგულირებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება „საქართველოს ბანკისგან“ ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.

 

„კომერსანტმა“ საკითხის შეფასება ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს და პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სთხოვა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში 12 აპრილს უკვე გამოაქვეყნა და დამატებით შეფასებას არ აკეთებს.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რომან გოცირიძე წერდა, რომ სებ-მა არ უნდა გადადგას ნაბიჯები „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ გაკეთებული განცხადების გამო და „საქართველოს ბანკს“ მასზე სესხის გაცემის უფლება არ უნდა მიეცეს.



„ეს საცოდავი ეროვნული ბანკი ისევ ჩემი დასაცავი რომ გახდება?! არა და არაა ღირსი.


მიმდინარეობს საჯარო შეტევა ეროვნულ ბანკზე ქვეყანაში ყველაზე დიდი სამედიცინო ჰოლდინგის “საქართველოს სამედიცინო ჯგუფის”( “ევექსი”, “იმედი L”) მხრიდან. ეროვნულ ბანკს აიძულებენ, როგორც საბანკო სისტემის ზედამხედველს, დაარღვიოს კანონი და ერთ-ერთ კომერციულ ბანკს მისცეს უფლება გასცეს იმაზე მეტი ოდენობის სესხი, ვიდრე არსებული რეგულაციები ითვალისწინებს. იშველიებს რა კორონავირუსთან ბრძოლის საჭიროებას, ამ კომპანიას სურს საკუთარი ფინანსური პრობლემები მოაგვაროს სხვისთვის ( მათ შორის მეანაბრეებისათვის) პრობლემის შექმნის გზით.

 

საბანკო სისტემა თუ ჩამოიშალა, კორონავირუსი მონაგონი იქნება. იყო ამის რისკი და პირველი ნიშნები მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლარში განთავსებული დეპოზიტების გატანა დაიწყო ხალხმა. ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით ( თუმცა დაგვიანებულით) ჩააცხრო ეს პროცესი. მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ სარისკოა.


ეროვნული ბანკის მიერ ზემოთმოყვანილი და სხვა ქმედებებით მაქსიმალურად იქნა შერბილებული კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო მოთხოვნები, ეკონომიკაში შექმნილი უკიდურესად კრიტიკული ვითარების გამო. ბეწვის ხიდზე გავდივართ ფაქტობრივად. ასეთ დროს ზეწოლა ეროვნულ ბანკზე (და ეს იქნება მთავრობიდანაც ამ კომპანიის კავშირებიდან გამომდინარე) სარისკო სესხების გაცემის ნებართვის მოთხოვნით, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული რისკის ქვეშ დააყენო ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა.

 

ვნახოთ, ეყოფა თუ არა ეროვნულ ბანკს პრინციპულობა“,- წერდა რომან გოცირიძე.



ნინო თამაზაშვილი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up