„ჯანდაცვა ინფრასტრუქტურის ხარჯზე არ უნდა ფინანსდებოდეს“- ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა შეჩერდეს

„ჯანდაცვა ინფრასტრუქტურის ხარჯზე არ უნდა ფინანსდებოდეს“- ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა შეჩერდეს

access_time2020-04-01 13:30:53

ორონავირუსის გავრცელებით საქართველო  მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდამათ შორისაა , სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროეტები და მშენებლობები, რომელიც ქვეყანაში ნებადართულია, რადგან ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და ქვეყანამ ამ სექტორით მისი შენარჩუნება შეძლოს.ექსპერტების მსგავსად დეპუტატებსაც მიაჩნიათ, რომ ის პროექტები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და მისი განხორციელება მიმდინარე წლისთვის იგეგმება დროებით  უნდა შეჩერდეს.

 

დეპუტატი სულხან მახათაძე მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებამდე ის რიგი  ღონისძიებები  უნდა გადაიხედოს, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი და კორონავირუსთან საბრძოლველად,  სწორედ ამ ღონისძიებებისთვის გაწერილი თანხიდან მოხდეს ფინანსების გამონთავისუფლება.

 

„თუ ბიუჯეტის კორექტირება გახდება  საჭირო და მე ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, მოიძებნება ბევრი ისეთი მუხლი, თუნდაც კულტურულ  ღონისძიებებში, რომელიც მუნიციპალიტეტებს ჰქონდა დაგეგმილი და მსგავსი პროეტებიდან მოხდეს თანხის გამონთავისუფლება და მოხმარდეს ჯანდაცვის სექტორს. რადგან დღეს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთლობა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა.  ის ინფრასტრუქუტურული პროექტები, რომელიც დაწყებულია უნდა გაგრძელდეს. კარგი იქნება თუ დაგეგმილ პროეტებსაც განვახორციელებთ და ამით ქვეყნის განვითარებას შევუწყობთ ხელს, თუმცა, რა თანხების მობილიზება გახდება სამომავლოდ საჭირო, იმის მიხედვით გადაწყდება ეს საკითხიც.


ბუნებრივია, რომ რაღაც დათმობაზე წასვლა მოგვიწევს. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პრობლემას ინფრასტრუქტურული პროექტების დაპაუზების გარეშეც მოვაგვარებთ და თუ რაღაც არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიების გადადება ან შეჩერება მოგვიწევს, ამ საკითხს მოსახლეობა გაგებით მოეკიდება.“ - ამბობს სულხან მახათაძე.

 


დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დაფინანსდეს ჯანდაცვის სექტორი თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ინფრასტრუქუტრის ხარჯზე.

 

„ჯანდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურის ხარჯზე, ამ პროექტებისთვისაც უნდა გამოიყოს თანხები, რათა ეკონომიკის სტიმულირება შევძლოთ. სახელწმიფოსთვის მნიშვნელოვანი, მშენებლობები არ გაჩერებულა და ყველანაირი სტანდარტის დაცვით მინდინარეობს, რაც  სწორი პოლიტიკაა, მთავრობის მხრიდან.  რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დღეს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.ჯანდაცვამ უნდა მიიღოს ზუსტად იმდენი, რამდენიც სჭირდება პროცესების მართვისთვის. თუმცა, ამავდროულად ჩვენი დონორებისა და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ინფრასტრუქტურული  პროექტების ტემპი არ შენელდეს.“-აცხადებს მეზურნიშვილი და ინფრასტრუქტურის გარდა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების აუცილებლობაზეც საუბრობს.


„ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა დამატებითი პროგრამები და სტიმულირება საჭირო, რადგან ეს სექტორი ყველაზე მეტს სამუშაო ადგილს ქმნის. დღეს ძალიან არაპროგნოზირებად პერიოდში ვართ, რამაც რეცესია გამოიწვია მსოფლიოში, ფაქტობრივად, დედამიწა გაჩერდა, გაჩერდა ყველანაირი ეკონომიკური განვითარება, ამის ფონზე რა თქმა უნდა ჯანდაცვა პრიორიტეტია. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დაპაუზება ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ დაეტყოს.”-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მთავრობა სხვადასხვა გზებით ცდილობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. მათივე გადაწყვეტილებით, ამ დრომდე  ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების და მშენებლობების განხორციელება ნებადართულია.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up