ჯანდაცვაში დახარჯული 3,8 მლრდ ლარი და კოლაფსის პირას მყოფი სფერო — საყოველთაო ჯანდაცვის შედეგები

ჯანდაცვაში დახარჯული 3,8 მლრდ ლარი და კოლაფსის პირას მყოფი სფერო — საყოველთაო ჯანდაცვის შედეგები

access_time2019-12-18 14:00:32

სამედიცინო სფეროს მრავალი წარმომადგენლის, სფეროს ექსპერტების და ათეულობით კლინიკის პროტესტის მიუხედავად, 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება. რომელიც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმას უწესებს. ამას რეფორმას ძნელად თუ ვუწოდებთ - ეს უფრო წარსული შეცდომის გამოსწორებას, ან ძირგახვრეტილი ჭურჭლის წყლით ავსების მცდელობას ჰგავს.


მიღებული ცვლილებით, მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას ერთიანი სატარიფო გეგმა დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ კლინიკების და მათ მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის განურჩევლად, ერთი და იგივე სამედიცინო მანიპულაციაზე მთავრობა იგივე ფასს გადაიხდის.


მთავრობის ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დადგენილება ქმნის მნიშვნელოვან რისკებს, მკურნალობის ხარისხის გაუარესების, კლინიკების გაკოტრებისა და გეგმიური ოპერაციების შეჩერების კუთხით. ერთი სიტყვით, დადგენილებამ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჯანმრთელობის დაცვის არსებულ სისტემას საქართველოში.


მოქმედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას რომ ეფექტური რეფორმა ესაჭიროება, ეს ნათელია. 520-ე დადგენილება ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული არაეფექტური და პოპულისტური რეფორმის კიდევ უფრო მცდარი გამოძახილია. 2013 წელს დავით სერგეენკოს მიერ წამოწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კრახისთვის იყო განწირული და ამაზე სფეროს წარმომადგენლები ადრეც საუბრობდნენ.


საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების პირველივე დღიდან, 2013 წლის პირველი ივლისიდან, პროგრამა გადასახადის გადამხდელებისთვის იმ ძირგახვრეტილ ჭურჭლად იქცა, რომელიც ბოლომდე ვერასდროს შეივსო. პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთანავე, უკლებლივ ყოველი წლის ბოლოს საჭირო იყო თანხის დამატება. როგორც წესი, პროგრამის ბიუჯეტი მესამე კვარტალში იწურებოდა.


საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:



2013 წელი — 70 მილიონი ლარი;
2014 წელი — 338 მილიონი ლარი, გეგმა — 200 მილიონი;
2015 წელი — 573 მილიონი ლარი, გეგმა — 470 მილიონი;
2016 წელი — 623 მილიონი ლარი. გეგმა — 570 მილიონი;
2017 წელი — 700 მილიონი ლარი, გეგმა — 660 მილიონი;
2018 წელი — 760 მილიონი ლარი, გეგმა — 713 მილიონი;
2019 წელი — 765 მილიონი ლარი, გეგმა — 754 მილიონი.



ამგვარად, ბოლო 6 წელიწადში საყოველთაო ჯანდაცვაზე ქვეყანამ 3,8 მილიარდი ლარი დახარჯა, რაც 2005 წლის საქართველოს მთლიან ბიუჯეტს 1 მილიარდით აღემატება. სამინისტროს თავდაპირველ გეგმასთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 400 მილიონი ლარია.


უნდა ითქვას, რომ რეფორმის შედეგად მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ წლების განმავლობაში ამით უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, სისტემის ამოქმედებამ ჯანდაცვის ისედაც პრობლემურ სფეროში უამრავი ახლი სირთულე წარმოქმნა.


რეფორმა იმთავითვე მოკლებული იყო ხარჯების სათანადო აღრიცხვას და ამ ხარჯების ეფექტურობის მონიტორინგს. დაინერგა ეგრეთ წოდებული ერთი შემსყიდველის პრინციპი, რომლითაც კლინიკებსა და პაციენტებს შორის ერთადერთი გამტარად სახელმწიფო დარჩა. სფეროდან თითქმის სრულად განიდევნა კერძო დაზღვევა, რომელიც იმ დროისთვის ჯანდაცვაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა.


მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არ ყიდულობდა სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო კომპანიისგან, იგი პირდაპირ შემხებლობაში მოდიოდა სამედიცინო დაწესებულებასთან. აქ იქმნებოდა ერთგვარი კოლიზია. სახელმწიფო თავად ყიდულობდა სერვისს და დავების შემთხვევაში ამავდროულად არბიტრის ფუნქციასაც ითავსებდა. სისტემის ფარგლებში წარმოიშვა მრავალმილიონიანი სასამართლო დავები სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რასაც თავისი ეკონომიკური ღირებულება აქვს.


პროგრამის არათანადო მიზნობრიობამ მისი ხარჯები არარეალურად გაზარდა. შეიქმნა სამედიცინო მომსახურების ჭარბი მოთხოვნა და ამის ფონზე გაიზარდა მომსახურების ფასები. ამავდროულად, პროგრამა არ იყო ორიენტირებული პრევენციაზე, ე.წ. პირველად ჯანდაცვაზე და აქცენტს, ძირითადად, უკვე დამდგარ დიაგნოზზე აკეთებდა. ეს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ძვირთან ერთად არაეფექტურიცაა.


პროგრამის ფარგლებში სათანადო სიზუსტით არ იყო გაწერილი ხარჯების მიზნიობრიობა და არ წარმოებდა ხარჯების ზუსტი აღრიცხვა, რამაც მედიკამენტებზე ჭარბი მოთხოვნა წარმოქმნა. ხდებოდა ცალკეული სამედიცინო დაწესებულების სუბსიდირება. მოცემული ფაქტორების შედეგად გაჩნდა ტარიფებისა და ფასების ზრდის ძლიერი მოტივი.


ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ფასებზეც. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. პროგრამის გაზრდილი ხარჯების დაფარვა ძირითადად სოციალური დახმარებებისა და გადასახდელების შემცირების ხარჯზე ხდებოდა.


გასაგებია, რომ პროგრამის მუშაობა იმავე პრინციპით, რომლითაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ მთავრობის ახალი ინიციატივა კიდევ უფრო საშიშ პერსპექტივებს ქმნის.


ტაბულა


თეგები:
ჯანდაცვა



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up