1-29 ნოემბრის პერიოდში, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და წლიურად 11% შეადგინა. უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა და ზრდა 26%-ს უტოლდება.
1-29 ნოემბრის პერიოდში, უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურია და ზრდამ 35% შეადგინა 2021 წელთან შედარებით. სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი კვლავ უცვლელია და 16 ლარს გაუტოლდა.