ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

access_time2020-02-25 12:24:53

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი უსრულდება.ჯალილ მამედყულიზადე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც ცხოვრების სერიოზული პერიოდი საქართველოში გაატარა.


მისი ოჯახი ირანიდან გადმოსახლდა ნახიჩევანში. პატარა ჯალილმა დაწყებითი განათლება მედრესის სასულიერო სკოლაში მიიღო, სადაც, რელიგიურ განათლებასთან ერთად, ბავშვებს არაბულსა და სპარსულს ასწავლიდნენ.


ჯალილ მამედყულიზადემ მოგვიანებით სწავლა განაგძო გორის სემინარიაში , რომელიც ამიერკავკასიის დაწყებითი კლასებისთვის მასწავლებლებს ამზადებდა. სწავლება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იყო.  სემინარიამ ამიერკავკასიაში იმდროინდელი ინტელიგენციის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. გორის სემინარიაში აღიზარდნენ:


ნარიმან ნარიმანოვი, ფირიდუნ-ბეგ კოჩარლი, უზეირ ჰაჯიბეგოვი, მაჰმუდბეგ მაჰმუდბეგოვი , რაშიდბეგ აფანდიევი, სულეიმან სანი ახუნდოვი, მუსლიმ მაგომაევი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ლადო აღნიაშვილი, ნიკო ჯანაშია და სხვები.


სემინარიის დამთავრების შემდეგ ჯალილ მამედყულიზადე ცდილობს, ძირეულად გარდაქმნას აზერბაიჯანული სალიტერატურო ენა და დიდ ენერგიას დებს საგანმანათლებლო საქმიანობაში.



ის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო აზერბაიჯანული დამწერლობის ლათინურ შრიფტზე გადასვლის.1903 წელს ჯალილ მამედყულიზადე თბილისში გადმოდის საცხოვრებლად,სადაც მუშაობას იწყებს პირველ აზერბაიჯანულენოვან გაზეთში "შარგი რუს-ში“ (რუსეთის აღმოსავლეთი).



1905 წელს ჯალილ მამედყულიზადე მეგობართან ერთად ყიდულობს სტამბას,ხოლო 1906 წლიდან თანამოაზრე, ომარ ფაიგთან ერთად აარსებს ყოველკვირეულ სატირულ გამოცემას „მოლა ნასრედინს“ , რომელსაც, იმ პერიოდში, ადამიანთა ცნობიერებაში ახლებული აზროვნების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა.


გამოცემის ილუსტრატორები თბილისელი გერმანელები, ოსკარ შმერლინგი და როტერი იყვნენ, რომლებმაც სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრეს საგაზეთო გამოცემებში.


ომარ ფაიგი და მამადგულუზადე აქვეყნებდნენ კარიკატურებსა და სტატიებს, იმ დროსათვის, კავაკსიაში არსებულ პრობლემებზე, ქალთა ჩაკეტილობაზე, სახელმწიფო მოხელებისა და პოლიციის არაკეთილსინდისიერებაზე.


”მოლა ნასრედინის” ფურცლებზე ასევე ქვეყნდებოდა სხვა პოეტებისა და პროზაიკოსების ფელეტონები.



„მოლა ნასრედინის“ რედაქტორი ჯალილ მამედყულიზადე 25 წლის განმავლობაში თითქმის შეუცვლელად იყო. გამოცემა არსებულ ყოფას მწვავედ აკრიტიკებდა, რის გამოც რუსეთის ცენზურის მიერ იდევნებოდა. რამდენჯერმე მისი დახურვაც კი სცადეს.



ჯალილ მამედყულიზადე ცნობილია როგორც ქველმოქმედიც. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, როცა ადამიანები შიმშილობდნენ, მისი ოჯახი პურს აცხობდა ღარიბებისთვის და არიგებდა.


1921 წელს ჯალილ მამედყულიზადეს რევოლუციური კომიტეტში კომისრის ადგილი შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.



სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ჯალილ მამედყულიზადე ბაქოში გადადის საცხოვრებლად.1932 წელს 66 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში, ძირითადად, მემუარებს წერდა.



ჯალილ მამედყულიზადემ უდიდესი როლი ითამაშა სოციალურ-პოლიტიკურ აზროვნების ფორმირებასა და კრიტიკულ რეალიზმის განვითარებაში.


report.ge





საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up