ჯაფარიძე: ვითანამშრომლებთ ყველასთან , ვინც მეტ თავისუფლებაზე წამოვა, მათ შორის ოცნებასთან

ჯაფარიძე: ვითანამშრომლებთ ყველასთან , ვინც მეტ თავისუფლებაზე წამოვა, მათ შორის ოცნებასთან

access_time2019-09-13 19:00:12

ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მეტ თავისუფლებაზე წამოვა, - პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას ტაბულასთან საუბარში ეხმაურება. პარტიები მოუწოდებენ ყველა პროდასავლურ ძალას, რომ არჩევნებამდე ღიად დააფიქსირონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.


ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც წამოვლენ უფრო მეტ თავისუფლებაზე. ვინ უფრო მეტ პრივატიზაციას დაუჭერს მხარს, ვინც უფრო მეტი გადასახადებს გაუქმებად დაუჭერს მხარს და ასე შემდეგ. ვინც უფრო მეტ თავისუფლებას დაუჭერს მხარს, იმასთან ვითანამშრომლებთ, ვინ უფრო ნაკლებს, იმასთან ნაკლებად ვითანამშრომლებთ. გამოვიდეს დათო ბაქრაძე და თქვას, რომ დაუჭერს მხარს კონკორდატის გაუქმებას და ვითანამშრომლებთ დათო ბაქრაძესთან. კახა კალაძე თუ გამოვა და იტყვის, რომ კონკორდატის გაუქმებას დაუჭერს მხარს, მაშინ მასთან ვითანამშრომლებთ მაგ საკითხში. ნებისმიერთან შეიძლება შევკრათ კოალიცია, ვინც მეტ თავისუფლებაზე წამოვა. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც შანსი არ არის მეტ თავისუფლებაზე წამოვიდნენ. ირმა ინაშვილი ვერ წამოვა უფრო მეტ თავისუფლებაზე, ვიდრე ევროპული საქართველო, მაგაში ვარ დარწმუნებული, ამიტომ უფრო მეტი შანსია ვითანამშრომლო ევროპულ საქართველოსთან. დანარჩენი, ევროპული საქართველო იქნება, ენმ, ქართული ოცნება, ბაჩუკი ქარდავა თუ ვინ რა პარტიას გააკეთებს 2020-მდე კაცმა არ იცის, - ამბობს ჯაფარიძე.


რაც შეეხება კითხვას პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობაზე, ჯაფარიძე ამბობს, რომ გირჩში პრორუსულის განსხვავებული განსაზღვრება აქვთ და წინასწარ ვერავისზე იტყვიან, რომ ან ითანამშრომლებენ ან არა.


პრორუსული გაგება არის ჩემთვის ძალიან გაბლარული რამე. ჩემთვის პრორუსული არის ასევე, როცა დათო ბაქრაძე გამოდის და ითხოვს მევენახეების სუბსიდირებას. ჩვენ გირჩში სხვანაირი განსაზღვრება გვაქვს, რა არის პრორუსული და პროდასავლური. ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულ პროგრამებს ვინ რას უჭერს მხარს, პარტია გამოდიოდეს და ამბობდეს პროდასავლური ვარო, ეგ არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. წინასწარ ვერ ვიტყვით, არავისზე ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, ახლა რასაც ვუყურებ ოცნება ასტრალშია გასული და არანაირი თანამშრომლობაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ 2020-მდე კაცმა არ იცის კიდევ რამდენი პარტია გაჩნდება, ვინ რას მოითხოვს, ვინ რას გააკეთებს, არავინ არ იცის. არანაირი სურვილი არ გვაქვს დავიგინოთ, რომ ამასთან არ ვითანამშრომლებთ და იმასთან არ ვითანამშრომლებთ, - ამბობს ჯაფარიძე.


ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს.





„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“
access_time2020-02-21 13:30:31
საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...


მსგავსი სიახლეები

up