ჯაფარიძე: „ოცნებამ

ჯაფარიძე: „ოცნებამ" 2 თვეში 3-ჯერ მოატყუა ევროკავშირი

access_time2021-09-25 13:03:26

"ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების ჩართულობა“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ყველა ძალისხმევა უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია.

„მას მოსწონს თავისი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი კაცის ირგვლივ არის შექმნილი და ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასული წლის არჩევნები, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამით სიამაყე შეუძლებელია.

ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. იმედი მაქვს, დარჩენილ ერთ კვირაში აღარ იქნება ძალადობის აქტები. ამის იმედს გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების, ჩართულობა. ახლა ველოდებით სადამკვირვებლო მისიებს. შემდგომი კვირის განმავლობაში 350-მდე დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გრძელვადიანი დამკვირვებლების მუშაობა. ყველა ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ დარჩენილ 1 კვირაში აღარ მოხდეს ვითარების ესკალაცია. ჩვენ გვჭირდება მშვიდი საარჩევნო გარემო და მშვიდი არჩევნები 2 ოქტომბერს, იმისთვის რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოტანილი ვერდიქტი გააფორმონ „ქართული ოცნების“ მიმართ, „ქართული ოცნების“ მწარე დამარცხებაში“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

მან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებები ხდება“. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო“.


„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირება, რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. „ქართული ოცნება“, რომელმაც სამჯერ მოატყუა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, საუბრობენ, თითქოს მის პრიორიტეტშია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება, რაც სამწუხაროდ, სასაცილოა.

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაამყარეს ანტირეკორდი. 2 თვის განმავლობაში 3-ჯერ მოატყუეს ევროკავშირი, არ შეასრულეს ის პირობები, რომელიც აღებული იყო. დაკარგეს როგორც საიმედო პარტნიორის რეპუტაცია, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ქვეყანას მომავალი არ აქვს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ოცნებები ხდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში.

ამასთან, პრემიერის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული დემოკრატიული არჩევნები 6-ჯერ ჩავატარეთ და ყოველი მათგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად იქნა მიჩნეული.

წყარო: ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up