ჯაფარიძე კონსორციუმიდან Conti-ის გასვლაზე: ფაქტია, დღეს დილით კონსორციუმმა სხვა წერილი მიიღო

ჯაფარიძე კონსორციუმიდან Conti-ის გასვლაზე: ფაქტია, დღეს დილით კონსორციუმმა სხვა წერილი მიიღო

access_time2019-10-25 22:04:31

TBC ბანკის ერთერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკული კომპანია Conti International კონსორციუმიდან გასვლას მაინც გეგმავს.


ჯაფარიძეს ეს განცხადება, რომელიც კონტი ჯგუფმა ექსკლუზიურად bm.ge-ის გაუგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტვ პირველის ეთერში, პირდაპირ ეთერში წაუკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ დამატებით არაფრის თქმა არ შეუძლია გარდა იმისა, რომ კონსორციუმის 24 ოქტომბრის განცხადება, რომ კონტი ჯგუფმა პროექტის დატოვება გადაიფიქრა, სწორედ ამერიკული კომპანიის მიერ მიღებული წერილის საფუძველზე გავრცელდა.


"ფაქტია, რომ დღეს დილით სხვა წერილი მიიღო კონსორციუმმა. მე როგორც მოგეხსენებათ აღარ ვმონაწილეობ კონსორციუმის მმართველობით ორგანოებში. ალბათ, კონსორციუმი თვითონ გაერკვევა, დაუკავშირდებიან კონტი ჯგუფს,"- თქვა ჯაფარიძემ.


bm.ge-ის ინფორმაციით, მათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი კომპანია Conti International-ისგან საგანგებო განცხადება მიიღეს, რომელშიც წერია, რომ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია.



"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ კონტის პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას,"- წერია განცხადებაში, რომელსაც bm.ge ავრცელებს.


იმავე განცხადებაში კონტი ჯგუფი წერს, რომ ისინი წილების გასაყიდად მთავრობის თანხმობას ელოდებიან.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონტი ჯგუფი კონსორციუმიდან გასვლას გეგმავდა, თავდაპირველად 15 აგვისტოს გავრცელდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობდნენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.


25 ოქტომბერს კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ამერიკული კომპანია გადაწყვეტილებას ცვლის და პროექტიდან აღარ გადის.


ტაბულა





ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...


მსგავსი სიახლეები

up