ჯაბა თარიმანაშვილი: საზღვაო სფეროს, საერთაშორისო სავაჭრო, ლოგისტიკური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივა

ჯაბა თარიმანაშვილი: საზღვაო სფეროს, საერთაშორისო სავაჭრო, ლოგისტიკური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივა

access_time2016-02-03 11:07:10

ჯაბა თარიმანაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი  

გამოვდივართ ინიციატივით, რომელიც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო დანახარჯების გარეშე, საქართველოს ეკონომიკას შემატებს მრავალ მილიონიან შემოსავალს, გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს და მიმზიდველს გახდის საქართველოს  საინვესტიციო გარემოს. 


1. თავისუფალი საზღვაო ზონა


მოგახსენებთ, რომ გემთმფლობელები ეწევიან საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს, შესაბამისად, მათი საქმიანობა ხორციელდება საკუთარი ქვეყნის გარეთ, რაც ამცირებს იმის საჭიროებას, რომ გემის მფლობელმა დაარეგისტრიროს და მართოს გემი საკუთარი ქვეყნიდან. ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი გემთმფლობელი ეროვნული წარმომავლობით არიან შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, იაპონია, ნორვეგია, ჩინეთი, ამერიკა, გერმანია და ა. შ. (UNCTAD მონაცემები), აღნიშნული გემთმფლობელების კომპანები რეგისტრირებულია და შესაბამისად მათი გემებიც დაცურავენ პანამის, ლიბერიის, ბაჰამის, მალტის, მარშალის კუნძულების, სინგაპურის, კვიპროსის და ა. შ. დროშის ქვეშ. (Lloyd's Register Fairplay მონაცემები). მიზეზი მარტივია, ქვეყნები, რომლებიც გემთმფლობელებს სთავაზობენ შეღავათებს, გემის დროშასთან ერთად აძლევენ იმის საშუალებას, რომ დაარეგისტრირონ კომპანიები, განახორციელონ საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობა, რომელიც გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან.  


ეკონომიკის სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე ქართული დროშის პოპულარიზაციასა და დროშის ქვეშ გემების მოზიდვაზე. ევროპული სტანდარტების დანერგვით, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აღიარეს, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მეზღვაურებს იმუშაონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. რაც შეეხება ქართული დროშის პოპულარიზაციას და თეთრ სიაში გადაყვანას, მნიშვნელოვანია, რომ გემები, რომლებიც ევროპულ პორტებში დაცურავენ, იყვნენ ქართული დროშის ქვეშ. დღეისათვის საერთაშორისო საზღვაო რეისების განმახორციელებელი გემების რაოდენობა, რომლებიც ქართული დროშით დაცურავენ მინიმალურია, რადგან გემთმფლობელების დროშით დაინტერესება ხორციელდება, ძირითადად გემის მმართველი კომპანიისათვის დაწესებული საგადასახადო შეღავათებით. 

 

საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია დაიგეგმოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფ გემების მფლობელების ბიზნეს საქმიანობას გაათავისუფლებს მოგების გადასახადისაგან, რამაც ქვეყანას შეიძლება მოუტანოს გემების საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაცია, საქართველოს ტერიტორიაზე კომპანიის რეგისტრაცია, საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებში ანგარიშის გახსნა შემდგომში ბრუნვის პერსპექტივით.  აღნიშნულ მოსალოდნელ შედეგებს შეიძლება დაემატოს ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ზრდა, საქრთველოში რეგისტრირებულ კომპანიაში თანამშრომელთა შემადგენლობის მინიმუმ 5-10% საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტება, უცხოური ბანკების საქართველოთი დაინტერესება და სხვა.

 

აღნიშნული ინიციატივა უპირველესად საინტერესო იქნება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რომელთაც საკმაოდ დიდი ფლოტი ჰყავთ, მაგრამ საგადასახადო პოლიტიკა არა აქვთ ქვეყანაში სახარბიელო, ამიტომაც გემებს ძირითადად უცხოეთიდან მართავენ. ასეთი ქვეყნებიდან გემის დროშის რეგისტრაცია და მმართველი კომპანიების დაფუძნება ხდება ოფშორულ ზონებში და იმ ქვეყნებში სადაც ხორციელდება შეღავათები, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: კვიპროსი და მალტა.  

 

საერთაშორისო საზღვაო რეისების განმახორციელებელი გემის მფლობელებისათვის შეღავათების დაწესება, პოზიტიურ გამოხმაურებას ჰპოვებს უცხოეთში და საშუალებას მისცემს მრავალ გემთმფლობელს, განახორციელოს საქმიანობა საქართველოდან, რაც საკმაოდ სოლიდურ დივიდენდებს დაუტოვებს ქართულ ეკონომიკას, რადგან გაიზრდება ფულადი ნაკადების დინება, დასაქმდება მეზღვაურები, გამოცოცხლდება საქართველოს შრომის ბაზარი, გაიზრდება ბიზნეს ვიზიტორების რიცხვი და ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, საქართველოს ბანკებში მოიმატებს ფულადი გადარიცხვები და საბანკო სივრცეში შესაძლებელია გაჩნდეს ახალი მოთამაშეები. გემების ქართული დროშის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია გახდეს ქართული დროშის საერთაშორისო თეთრ სიაში გადაყვანის საწინდარი. 

 

საქართველოში უკვე არსებობს თავისუფალი ტურისტული ზონა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მთის კანონი მთაში ბიზნესის განვითარებისათვის და მაცხოვრებელთა შენარჩუნება–გაზრდისათვის, საზღვაო სფეროს განვითარებისთვისაც აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ამისათვის შესაძლებელია გამოიყოს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც განკუთვნილი იქნება „თავისუფალი საზღვაო ზონისათვის“ და შესაძლებლობა მიეცემას ინვესტორებს ააშენონ ბიზნეს ცენტრები საზღვაო სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის და საშუალება მიეცეთ უცხოურ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი საქართველოდან. ან საწყის ეტაპზე შესაძლებელია არ შეიზღუდოს გემთმფლობელი კონკრეტულ ტერიტორიაზე ბიზნესის რეგისტრაციით და მაგალითისთვის ჰქონდეს სპეციალური სავაჭრო კომპანიის ან საერთაშორისო საწარმოს ანალოგიური სტატუსი.    

 

აღნიშნული ინიციატივით მივმართეთ პრემიერ მინისტრს – ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, 2015 წლის ივნისში. ბატონმა პრემიერმა ძალიან ოპერატიულად მოთხოვა ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული საკითხის შესწავლა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაიარა საინიციატივო ჯგუფთან კონსულტაცია და თავადაც ძალიან დაინტერესებული იყო აღნიშნული თემის განვითარებით, ვინაიდან ეს ინიციატივა საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას და ქართული დროშის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა თავის მხრივ გამოთქვა მოსაზრება, რომ შეღავათების დაწესება გამოიწვევდა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას და აღნიშნული თემა დაიხურა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში დღეს არ არიან რეგისტრირებული საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი გემების მფლობელი კომპანიები. შესაბამისად თითქმის ნულოვანი შემოსავლის დარგისთვის შეღავათის დაწესება არ გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას, პირიქით წაახალისებს აღნიშნულ დარგს და უცხოურ ინვესტორებს გაუჩენს მოტივაციას აწარმოონ ბიზნესი საქართველოდან.

 

ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესდებით აღნიშნული ინიციატივით და მიიღებთ განსახილველად.

 

2. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაგროვების და გადატვირთვის მომსახურება მცურავ სათავსზე (ტანკერი FSO – Floating Storage and Offloading). 


საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკაში არსებობს ტვირთის დაგროვების და გადატვირთვის მომსახურება, როდესაც სანაპირო ტერმინალის ნაცვლად გამოიყენება მცურავი სათავსი (ტანკერები). აღნიშნული მომსახურების აქტუალურობა კიდევ უფრო გაიზარდა 2015 წლის დასაწყისიდან, ნავთობზე ფასების ვარდნის გამო. საერთაშორისო ტრეიდერები (სავაჭრო კომპანიები) ქირაობენ ტანკერებს გარკვეული პერიოდით ნავთობის და ნავთობპროდუქტების შესანახად.  ასეთი ტანკერები ასევე მუშაობენ შავ ზღვაზე, ძირითადად ქერჩის სრუტესთან და უზრუნველყოფენ კასპიის ზღვიდან და რუსეთის მდინარეებიდან ტანკერებით გამოტანილი ტვირთის დაგროვებას. მდინარეში (ვოლგა–დონის არხი) სიღრმეები დაბალია, ამიტომ ტანკერების დატვირთვის მოცულობა სიღრმეების შეზღუდვიდან გამომდინარე მერყეობს 2000 დან 5000 ტონამდე, რაც ტვირთის კასპიის ზღვიდან მხოლოდ შავ ზღვის ქვეყნებში გაყიდვის საშუალებას იძლევა. შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის, ევროპის ან აზიის ქვეყნებში რენტაბელური ვაჭრობის წარმოებისათვის ნავთობპროდუქტების ტანკერის პარტიის მოცულობა მინიმუმ 30,000 ტონა უნდა იყოს, ხოლო ნედლი ნავთობის შემთხვევაში ტანკერის პარტია 80,000 ტონიდან იწყება. ამიტომაც აუცილებელია მცირე გემებიდან ტვირთის დაგროვება, იმისათვის, რომ ტრეიდერმა შეძლოს კონკურენტულ გარემოში სარფიანი ვაჭრობის წარმოება.

 

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციამ და უკრაინის მიერ ყირიმის პორტების ნავიგაციისათვის დახურულად გამოცხადებამ, იმ კომპანიებში, რომლებსაც მცურავი სათავსები განთავსებული ჰყავდათ ქერჩის პორტთან, წარმოშვა ტანკერების სხვა პორტებში გადაყვანის საჭიროება. რუსულმა ოპერატორებმა გემები რუსეთის პორტ კავკაზთან გადაიყვანეს, მაგრამ მიუხედავად ამისა უცხოური კომპანიები ინტერესდებოდნენ ალტერნატიული ვარიანტებით. შესაბამისად საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მცურავი სათავსების ოპერატორებს, შესთავაზოს საქართველოს ტერიტორიული წყლები, ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების აღნიშნულ მცურავ სათავსებზე დაგროვების და გადატვირთვის განხორციელებისათვის. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა მცურავი სათავსის ოპერირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონმდებლობის შემუშავება ეხება მრავალ სამინისტროს (ფინანსთა, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, შსს) ამიტომ ზემდგომი ორგანოების მიერ შესაბამისი დავალების გაცემის გარეშე, მცურავი სათავსის მოზიდვა და შემდგომი ოპერირება ვერ განვითარდება საქართველოში. 

 

ეკონომიკის ზრდა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა პირდაპირ კავშირშია უცხოურ ინვესტიციებთან და ქვეყანაში ვალუტის შემოსვლასთან. საზღვაო დარგი კაპიტალ ტევად დარგებს მიეკუთვნება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო დარგიდან მაქსიმალური დოვლათი მიიღოს საქართველომ. საზღვაო დარგიდან დოვლათის შექმნისა და მიღების წინაპირობა, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაში მდგომარეობს. საქართველოში მცურავი სათავსის მუშაობა საფუძველს დაუდებს ახალი კომპანიების და მომსახურებების შექმნას. მაგ. გემების ზღვაში მიბმის ოსტატები (Mooring Masters). ასევე დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს საზღვაო სააგენტო კომპანიებს, სურვეერულ კომპანიებს, საზღვაო ნავსადგურებს, სალოცმანო კომპანიებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, შიპჩანდლერულ კომპანიებს (გემებზე საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმწოდებლებს), ასევე განავითარებს ლიხტერების მომსახურებას (რეიდზე მდგომი გემის დატვირთვისა და დაცლის ოპერაცია, როდესაც გემის წყალშიგის გამო ვერ ხერხდება ნავსადგურში შესვლა). მცურავი სათავსების საქართველოში მოზიდვა და აღნიშნული მომსახურების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებობა, ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკურ და სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბებას, დასაქმებას, ინვესტიციების განხორციელებას და საზღვაო დარგის განვითარებას.   


3. საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების მომსახურების კომპანიების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში


 საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვის მომსახურება ითვალისწინებს ტვირთის არანაკლებ ორი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა–გადატვირთვას. მაგ.: გემი, რკინიგზა, ავტო–ტრანსპორტი, თვითმფრინავი, პორტები და ტერმინალები. საერთაშორისო გადაზიდვის ორგანიზების დროს, ქართული კომპანიების მიერ, ისეთ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების მომსახურების გამოყენება, რომელ ქვეყნებთანაც საქართველოს არ გააჩნია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება, საქართველოში არსებულ  კომპანიას აკისრებს არარეზიდენტის გადასახადს. გემთმფლობელების უმეტესობა რეგისტრირებულია ოფშორულ ქვეყნებში, ასევე ტერმინალების და სარკინიგზო მომსახურების უცხოეთიდან მიღება ხდება ძირითადად ოფშორული კომპანიებიდან, ამიტომაც საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების კომპანიები იმყოფებიან არაკონკურენტულ გარემოში. აზერბაიჯანში რკინიგზით გადაზიდვის დროს, გადაზიდვის მომსახურების მიღება ხორციელდება ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებიდან, იგივეა სხვა რეგიონული ქვეყნებიდან მომსახურების მიღების დროს, ვისთანაც საქართველოს უწევს თანამშრომლობა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებად ჩამოყალიბება არარენტაბელურია, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დაბეგვრისას, არ არის გამიჯნული საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება (ანუ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის დროსაც ტვირთის ფიზიკური მიწოდება არ ხორციელდება საქართველოში, არამედ შესაძლებელია ტვირთმა მხოლოდ ტრანზიტულად გაიაროს საქართველო, ან სხვა შემთხვევაში განხორციელდეს ერთი უცხოური ქვეყნიდან მეორეში ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება). შესაბამისად, პროფესიონალებს, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო სატრანსპორტო და სავაჭრო ბიზნესის განვითარება, იძულებული არიან საქმიანობა უცხო ქვეყნებიდან ან ოფშორული კომპანიებიდან აწარმოონ. 

 

იმისათვის, რომ საქართველომ ხელი შეუწყოს საერთაშორისო სატრანსპორტო ბიზნესის განვითარებას, აუცილებელია საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების ბიზნესი, გაიმიჯნოს ადგილობრივი გადაზიდვების ბიზნესის დაბეგვრისაგან, როდესაც ტვირთის ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ან საბოლოო დანიშნულება არის საქართველო. 

 

იგივე ეხებათ საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებს, რომლებისთვისაც არ არის აუცილებელი საქმიანობის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიიდან წარმართვა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და მეზობელ ქვეყნებში არსებული საგადასახადო ადმინისტრირების პრობლემატიკა, საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ საერთაშორისო ბიზნესის მომსახურების კომპანიებზე დაწესებული შეღავათებით მოიზიდოს უცხოური კომპანიები, საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნეს მომსახურება, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებიდან წარმართონ და ამით დოვლათი საქართველოში შეიქმნას.    

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის, აუცილებელელია შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება.



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up