ფრანჩაიზინგი იქნებოდა ქართული კომპანიების გლობალური განვითარების შესანიშნავი საშუალება, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა

ფრანჩაიზინგი იქნებოდა ქართული კომპანიების გლობალური განვითარების შესანიშნავი საშუალება, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა

access_time2019-06-18 13:00:14

მომსახურების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიების პოტენციალი ფრანჩაიზინგის განვითარებისათვის — აღნიშნულ თემაზე „კომერსანტს“ ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი ესაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისათვის, უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის, უმუშევრობის შემცირების, ცხოვრების დონის ზრდის, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და შენარჩუნების საქმეში.


თარიმანაშვილის განმარტებით, ამიტომაც, აქტუალურია ბიზნესისათვის ფრანჩაიზინგის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლების შექმნა, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი გზა ჩავიბაროთ და ვმართოთ აწყობილი, წარმატებული ბიზნესი და ავირჩიოთ განვითარების ოპტიმალური მოდელი (გონივრული გზა, შემცირებული რისკები). ბიზნესის ფრანჩაიზინგის მოდელის შექმნა, შეიძლება განვიხილოთ ასევე, როგორც საერთაშორისო მეწარმეობის განვითარების გზა, როგორც ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო ბიზნესგარემოში ინტეგრაციის საშუალება.


როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, ქართულ სამეცნიერო და ბიზნეს სივრცეში ფრანჩაიზინგი არ არის ძირეულად შესწავლილი და, შესაბამისად, ლიტერატურაც მწირია. ამიტომაც მნიშვნელოვანია უცხოური წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინება და დანერგვა საქართველოში. ფრანჩაიზინგის ძირეული შესწავლა მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, ხოლო მეწარმეებსა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ პრაქტიკაში, როგორც სახელმძღვანელო და განვითარების საშუალება.


„ფრანჩაიზინგის არსი მდგომარეობს ფრანჩაიზორის მიერ ფრანჩაიზ ოპერატორებთან დამყარებულ ურთიერთობაში. ბიზნესში ფრანჩაიზორი (the franchisor) გადასცემს ლიცენზიას თავისი სავაჭრო ნიშნის გამოყენებაზე (ფრანჩაიზორი კომპანიები მაგ.: Wendy’s, McDonald's და ა.შ.), ოპერირების მეთოდზე (ბიზნესის მართვის სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.), პიროვნებას ან ჯგუფს (the franchisee), რომელიც თანხმდება იმოქმედოს კონტრაქტის პირობების შესაბამისად (the franchising agreement). ფრანჩაიზორი (უფლების გამცემი) უზრუნველყოფს დახმარებას, სწავლებას, ოპერაციების კონტროლს, რომ ფრანჩაიზი ოპერატორმა შეძლოს ბრენდის ერთგულება და ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა. სანაცვლოდ, ფრანჩაიზი ოპერატორი უხდის ფრანჩაიზორს საწყის გადასახადს (franchising fee) და მუდმივ მოსაკრებელს (როიალტი) სავაჭრო ნიშნისა და საოპერაციო მეთოდების (ბიზნესის მართვის ნოუ–ჰაუ) გამოყენებისათვის.უფრო მოკლედ რომ განვმარტოთ, ფრანჩაიზინგი არის ერთი წარმატებული კომპანიის ბიზნესის მართვის მოდელის, მეორე კომპანიის მიერ გამოყენება, მოსაკრებლების სანაცვლოდ,“ აცხადებს თარიმანაშვილი.


მისი ინფორმაციით, ქართულ ლიტერატურაში ვხვდებით Franchising-ს როგორც ფრენშაიზინგი (სსკ), ფრენჩაიზინგი, და ფრანჩაიზინგი, სამივე ტერმინი ერთსა და იმავე, ბიზნესის მართვის და განვითარების კონცეფციას გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ტერმინი „ფრენშაიზინგი“, სავარაუდოდ, არა ინგლისურ ენოვანი კანონმდებლობიდან თარგმნის და საქართველოში აღნიშნული ტერმინოლოგიის არ არსებობის შედეგია. საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის რეკომენდაციით, სწორი ფორმაა „ფრანჩაიზინგი“, ასე დაასკვნეს ინგლისურიდან, რადგან ბიზნეს კონცეფციის განვითარებას აშშ–ში ჩაეყარა საფუძველი.



როგორც თარიმანაშვილი განმარტავს, საქართველოში მრავალი წარმატებული უცხოური კომპანიის ფრანჩაიზინგი არის განვითარებული: სასტუმროები (Hilton, Radisson, Sheraton), სწრაფი კვება (McDonald’s, Wendy’s, Dunkin’ Donuts, Subway), წარმოება (Coca-Cola), მაგრამ არ ხდება წარმატებული ქართული კომპანიების ფრანჩაიზინგის მოდელში კონვერტირება. არსებობენ წარმატებული ქართული კომპანიები საწვავის საცალო ვაჭრობის სფეროში – ვისოლი, ავტო–სერვისის სფეროში – თეგეტა მოტორსი, რესტორნების სფერო – წისქვილი, მ ჯგუფი, რომელთა განვითარება წლებმა გამოსცადა, შესაბამისად ასეთ კომპანიებს აქვთ საშუალება ჩამოაყალიბონ ფრანჩაიზინგის მოდელი, რის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ ინვესტორებს განავითარონ ქართული ბიზნესი თავის ტერიტორიაზე.


მისი თქმით, ამისათვის ქართული კომპანიები მიიღებდნენ ფრანჩაიზინგის პირველად გადასახადს და მუდმივ მოსაკრებელს – როიალტის. ფრანჩაიზორების უმეტესობა, ფრანჩაიზი ოპერატორებისგან ითხოვს (როიალტის) გადასახადის რეგულარულ გადახდას (ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად). ხშირ შემთხვევაში გადასახადი არის გაყიდვების მოცულობის პროცენტი, ზოგჯერ ფიქსირებული გადასახადი. ზოგი ფრანჩაიზორი აგრეთვე ითხოვს ცალკე როიალტის, რომ დაფაროს რეკლამირების ხარჯები.



„ეს იქნებოდა ქართული კომპანიების გლობალური განვითარების შესანიშნავი საშუალება, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რომ შეიქმნას შესაბამისი დოკუმენტი–სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც თითოეული წარმატებული ქართული კომპანია შექმნიდა განვითარების მოდელს. ამ პროცესში შესაძლებელია ჩაერთოს „აწარმოე საქართველოში“, რაც ქართული ბიზნესისა და მომსახურების ექსპორტის უპრეცედენტო შესაძლებლობებს განავითარებდა“-აღნიშნავს თარიმანაშვილი. 


სოფო ქსოვრელი 




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up