„არ შეიძლება სამოხელეო დანაშაული, სისტემურმა მხარდაჭერამ გადაფაროს“

„არ შეიძლება სამოხელეო დანაშაული, სისტემურმა მხარდაჭერამ გადაფაროს“

access_time2019-11-13 17:30:01

„ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის ფრაზა – „საქართველოს არაფერი ეშველება“, ან „ამ ქვეყანაში გრძელვადიან ბიზნესს ვერ გათვლი“. ასეთი განცდა ადგილობრივ მოსახლეობას და ბიზნესს წლებთან ერთად სულ უფრო უმძაფრდება. ასევე გაზრდილია ქვეყნიდან მიგრაცია, რაც ერთის მხრივ მოსახლეობის შეჭირვებულ ყოფაზე მეტყველებს, ხოლო მეორეს მხრივ, სხვა ქვეყანაში სამართლიანი გარემოს ძიებისთვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე.


საუბარი აღარ არის უცხოელ ბიზნესებსა და პოტენციურ ინვესტორებზეც, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი სტატისტიკაც მკაფიოდ ამბობს თავის სათქმელს. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რა არის ასეთი მდგომარეობის საფუძველი და არსებობს თუ არა გამოსწორების გზები. რა თქმა უნდა, გამოსწორება ყოველთვის შეიძლება და სასურველია რაც შეიძლება მალე დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რეფორმების გატარება, ნაკლოვანებების აღმოფხვრა. მთავრობა არ უნდა შეუშინდეს წამოწიოს კონკრეტული პრობლემები და იფიქროს მათ გადაჭრაზე, მხოლოდ ამ გზით შეიძლება წარმატების მიღწევა, ეკონომიკის განვითარება, დოვლათის შექმნა, რომელ სიმდიდრესაც არა ექსკლუზივების და სასათბურე პირობების ვიწრო ინტერესებში მოქმედი, არამედ სამართლიან და თანაბარ პირობებში მყოფი ბიზნესი და საზოგადოება გაინაწილებს.


უცხოელი და ქართველი ეკონომისტები ხშირად საუბრობენ ინსტიტუტების სიძლიერის კორელაციაზე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.  ნებისმიერი განვითარების ფუნდამენტი უნდა დაიწყოს ინსტიტუტების გაძლიერებით. საუბარია, კანონის უზენაესობაზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. კანონის უზენაესობა არ შეიძლება დააკნინოს ადმინისტრაციული რესურსის, გავლენის მქონე ჩინოსნის ან არაფორმალური კურატორის მითითებებმა სახელმწიფო სამსახურებში, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს კონსტიტუცია, სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებები. შედეგად სამოხელეო დანაშაული, შემდეგ გადაფაროს სისტემურმა მხარდაჭერამ. ასეთი დამოკიდებულება ჩაგრავს საქართელოს მოქალაქეს, აკოტრებს ბიზნესს, ამძაფრებს უსამართლობის განცდას. შედეგად იკარგება ნდობა, რომლის აღდგენაც იოლი არ არის და უბედურდება მოქალაქე და სახელმწიფოებრივი აზროვნება. დიდ პროექტებში უცხოელი ინვესტორები ითხოვენ სახელმწიფოს გარანტიებს, რაც ასევე იმის მიმანიშნებელია, რომ ინსტიტუტები საქართველოში არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ დამატებით საჭიროა უშუალოდ სახელმწიფოს გარანტია, იმისათვის, რომ ინვესტორი და კონკრეტული ბიზნესი არ გახდება უსამართლობის მსხვერპლი.


ასევე ხშირია საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე. ამ შემთხვევაში საუბარი ეხება ისეთ კურატორებს, რომელთაც მიბარებული აქვთ კონკრეტული სფეროები ან სახელმწიფო ორგანიზაციები, მიუხედავად ამისა, კურატორები ოფიციალურად არ არიან პასუხისმგებელი თანამდებობის პირები. შედეგად, გარკვეული პრობლემების წარმოქმის შემთვევაში, ორგანიზაციის ნომინალური ხელმძღვანელი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო არაფორმალური მმართველი კურატორის საკონტაქტო მონაცემების მოძიება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია მასთან შეხვედრა პრობლემის გადაჭრის გზების ძიების მიზნით. ხოლო როდესაც ხდება პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან აღნიშნული პრობლემის წამოჭრა, ჩინოსნები თანამდებობის დაკარგვის შიშით სიფრთხილით ეკიდებიან საკითხს, შედეგად პრობლემების გადაჭრა დროში იწელება, ხოლო ბიზნესმენი ან მოქალაქე საბოლოოდ იმედგაცრუებული რჩება ასეთი გულგრილი და უსამართლო დამოკიდებულებით.



საქართველოში არც მსხვილ ბიზნესს ულხინს, რადგან არასტაბილური ლარი, კომერციული ბანკების მიერ გაზრდილი სპრედი იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში სულ უფრო ამცირებს მარჟებს ბიზნესისათვის, რაც არაპროგნოზირებად და გართულებულ გარემოში ამყოფებს მეწარმეებს. შედეგად ასეთი გარემო პირობები ფასებზე აისახება, რაც კიდევ უფრო ართულებს შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.


დადგა დრო, პრობლემები წამოიჭრას და დაიწყოს საკითხების მოგვარება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თვალის გასწორება. ნებისმიერი სფეროს და ორგანიზაციის მმართველი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. წამოჭრილი პრობლემა და პოტენციური პროექტი, რომელიც დასაქმებას და ეკონომიკურ აქტივობას ხელს შეუწყობს, მოკლე დროში უნდა გადაიჭრას.


მრავალი ფაქტის და ისტორიის გახსენება შეიძლება. მიუხედავად მრავალი იმედგაცრუებისა, მაინც არსებობს იმედი, რომ მომავალში სახელმწიფო უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ადამიანს, ბიზნესს, ეკონომიკის განვითარებას, სადაც სახელმწიფო ინტერესი ნებისმიერ კერძო მერკანტილურ ან არაფორმალური კურატორის ინტერესზე მაღლა დადგება. მხოლოდ ასეთი დამოკიდებულებით შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას მრავალი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობა დგას. მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან ამომავალმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება წელში გამართოს საქართველოს მოსახლეობა, ბიზნესი და ეკონომიკა.


ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი 




„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up