ჯაბა დიხამინჯია: „საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნის მაქსიმუმი ჯერ არ დამდგარა“

ჯაბა დიხამინჯია: „საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნის მაქსიმუმი ჯერ არ დამდგარა“

access_time2020-03-25 16:00:36

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე,  მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ინდექსების კლებაც გრძელდება. გასული კვირა ამერიკული ინდექსებისთვის, 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა.


წინა კვირის საშულო კლებამ 14,6% შეადგინა. კერძოდ, 17,3%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდექსი, 15%-ით დავარდა S&P 500-ის მაჩვენებელი, ხოლო NASDAQ-ის 12,6%-ით. ასეთი ცუდი სავაჭრო კვირა უმსხვილეს ამერიკულ ინდექსებს ბოლოს, 2008 წლის ოქტომბერში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს ჰქონდათ.


საფონდო ბირჟის ექსპერტი ჯაბა დიხამინჯია ამბობს, რომ ეს არ იქნება ამერიკული საფონდო ინდექსებისთვის ყველაზე ცუდი კვირა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი ვარდნა ჯერ კიდევ წინ არის.


„საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნის მაქსიმუმი ჯერ არ დამდგარა, ის რაც წინა კვირაში მოხდა, ეს არ არის ყველაზე დაბალი ნიშნული, მიმდინარე კვირაში სავარაუდოდ  არსებულ მაჩვენებელს კიდევ უფრო ჩამოცდება. ამის მიზეზი მარტივია, აშშ-ს ეკონომიკა უკვე რეცესიაში იმყოფება, ყველგან ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ოფიციალური ციფრები (მშპ, უმუშევრება და ა.შ) ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ისინი აუცილებლად ნეგატიური იქნება. ოფიციალური ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, პანიკის მეორე ტალღა წარმოქმნება რაც ინდექსების კიდევ უფრო დაცემას გამოიწვევს. ახლა რა შედეგიც გვაქვს ეს ვირუსის პირველადი ეფექტია, თუმცა რიცხვებში გამოსახული ეკონომიკური მდგომარეობა რომ გამოქვეყნდება, საფონდო ბირჟის ინდექსები რადიკალურ ვარდნას დაიწყებს. ვვარაუდობ, რომ ეს ძალიან ცუდი მონაცემები იქნება, ვიდრე ნებისმიერი ანალიტიკოსი ელოდება. 10 აპრილიდან დაიწყება კომპანიების მიერ ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სეზონი. ყველა მსხვილი კომპანია რომლის აქციებიც კვოტირებს საფონდო ბირჟებზე წარადგენს 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს. გამომდინარე სიტუაციიდან, არ არის რთული მისახვედრი რომ თითქმის ყველა კომპანია წარმოდგენს მოსალოდნელზე ბევრად ცუდ მაჩვენებლებს და ეს კიდევ უფრო ცუდად აისახება საფონდო ინდექსებზე და სრულად ქვეყნების ეკონომიკაზე“, - აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.



კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილიც მიიჩნევს, რომ ინდექსების ვარდნა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან რეალურად მსოფლიო ეკონომიკის გაჩერება მოხდება და კიდევ უფრო გაუფასურდება როგორც ფასიანი ქაღალდები, ასევე ოქრო და ვალუტა.


„ინდექსების კლება გამოიწვია კორონავირუსთან დაკავშირებულმა პანიკამ, ყველა ფიქრობს, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვან ზარალს განიცდის და ინდექსების ვარდნა დაიწყო, რაც აუცილებლად გაგრძელდება. მსოფლიო კრიზისის წინაპირობები გაღრმავდება, რადგან ექსპორტ-იმპორტი ზარალზე გადის. ეკონომიკა მთელ მსოფლიოში დაეცემა, რეალურად სტაგნაცია მოხდება და გაუფასურდება როგორც ფასიანი ქაღალდები, ასევე ოქრო და ვალუტა. რეალურად ალბათ აშშ-ს მხრიდან მოხდება რეზერვების ხარჯვა რაც დოლარს გააუფასურებს. ჩვენთან მიმართებაში ზარალი დიდი იქნება, კომპანიები ამ კომპენსაციის მიზნით დაიწყებენ ხარჯების შემცირებას, პერსონალის დათხოვნით, შემცირდება მოხმარებაც, რადგან შემოსავლები კლებულობს. გამოსავალი არის ის, რომ მოვნახოთ ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზები, რომელიც წარმოქმნის ახალ ტრენდებს და ახალ მიმართულებებს, მხოლოდ ერთ დარგზე კონცენტრაცია არაფრის მომტანია, მაგალითად ტურიზმზე, რომლის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად დიდ  ზარალშია. კრიზისის დროს კაპიტალი ეძებს ალტერნატიულ დაბანდებას, ამიტომ ჩვენ თუ შევქმენით საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის წინაპირობები,  გარკვეული პერსპექტიული დარგების განვითარებისთვის, ამ შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეიძლება გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. კრიზისი დაახლოებით 6 თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება“, - განმარტა ვახტანგ ხომიზურაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, საკვანძო ამერიკული ინდექსები საშუალოდ 4%-ით შემცირდა. 4,6%-ით შემცირდა Dow&Jones-ის ინდექსი, 4,3%-ით დავარდა S&P 500-ის მაჩვენებელი, ხოლო NASDAQ-მა თავისი მოცულობის 3,8% დაკარგა. ამგვარად, ამერიკულმა ინდექსებმა სრულად დაკარგა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამომუშავებელი ნამატი და ჯამური მოცულობა ამ დროისთვის 2016 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up