“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

access_time2019-08-16 20:30:06

მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე www.jdinvestment.ge


კომპანია, რომელზეც დღეს ვსაუბროთ არის Yext, Inc.  და შტატების საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის თიკერია YEXT.


17 ივლისს განვახორციელეთ, კომპანა Yext, Inc.-ის აქციებში ინვესტირება. ერთ აქციაში გადავიხადეთ $20,80-ი.


 

სანამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე გადავალ, მინდა ორიოდ სიტყვით განვმარტო და ავხსნა რას წარმოადგენს კომპანიაა Yext, Inc და რა პროდუქტს სთავაზობს ის თავის მომხმარებლებს.


 

წინასიტყვაობა


კომპანია Yext, Inc. არის ხელოვნურ ინტელექტით აღჭურვილი Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული გადაწყვეტილება. ანუ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს გადამოწმებული, უტყუარი, ინფორმაციების მიწოდებას მომხმარებლებისთვის, რომლებიც ინტერნეტში სვამენ კითხვებს და ეძებენ პასუხებს სხვადასხვა კომპანიების შესახებ.  კეთილი, ცოტა ბუნდოვანი განმარტებაა, მესმის.----- ეხლავე ავანთებ შუქს.


ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე საინფორმციო სამყაროში, ლომის წილი ინფორმაციებისა იცვლება და მოძრაობს ინტერნეტ ქსელის საშუალებით. ბიზნესები არ და ვერ აკონტროლებენ ინფორმაციებს ინტერნეტში, თავიანთი პროდუქტის, ან მომსახურეობის შესახებ. ეს დღევანდელი ინტერნეტის ბუნების, სტრუქტურის გამო ხდება.


სერვისები როგორიცაა Facebook, Google, Instagram, Snapchat, Yelp, google Maps, Amazon, ჭკვიანი საათები და უკვე ჭკვიანი ტელევიზორები  - ეს ის სერვისები და მოწყობილობებია რითიც ადამიანები კონტაქტობენ ინტერნეტთან, რომ გაიგონ ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაცია. და არა მხოლოდ, ადამიანების უფრო და უფრო მცირე რაოდენობა შედის პირდაპირ მათთვის საინტერესო კომპანიის ვებსაიტზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ  კომპანიების ვებსაიტები აღარ არის უკვე ამ კომპანიის შესახებ მთავარი ინფორმაციის გამავრცელებელი საშვალება. მაგალითად თუ ვინმე კითხავს Siri-ს ან Amazon ის Alexa-ს, როდის იღება მათთვის საყვარელი რესტორანი და რომელ საათამდე მუშაობს. Siri ან იგივე Alexa, შეეცდება მოიძიოს პასუხი სადღაც ინტერნეტში და ამისთვის იყენებს ალგორითმებს. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს პასუხები არ არის სწორი. ეს ძალიან ცუდ გამოცდილებას აგროვებს მომხმარებლის თვალში კომპანიის შესახებ რომელსაც ეძებს. ამის გამოსასწორებლად კომპანიებს არაფერი შეუძლიათ, ვინაიდან ის რესურები, რითიც ადამიანები ურთიერთობენ ინტერნეტთან მათ კონტროლის ქვეშ არ არის.


და, აი სად ერთვება თამაშში კომპანია Yext, Inc-ი. კომპანიამ მოახერხა და ამგვარი პრობლემა მოუხსნა კომპანიებს. კომპანაია Yext, Inc-ი აწვდის ზუსტ ინფორმაციებს ნებისმიერ ინტერნეტ საძიებო სისტემას, ამ საძიოებო სისტემების მეორე მხარეს დგას მომხმარებელი, რომელსაც სჭირდება ზუსტი ინფორმაცია კომპანიის ბრენდის ან მომსახურეობის შესახებ.


ციფრული ცოდნის მენეჯმენტი. ესე უწოდებს კომპანიის ხელმძღვანელობა Digital Knowledge Management (DKM) წამოადგენს ალგორითმულ სისტემას, რომელიც გამოავლენს, არეგულირებს და კურირებას უწევს ინფორმაციას, რომელიც ბიზნესს უნდა, რომ თავის პოტენციურ ან არსებლ მომხმარებელს ჰქონდეს და ამ ინფორმაციის სიზუსტეს, მიწოდების ფორმას სისწრფეს და ასევე დამატებით ინფორმაციებს, როგორიცაა მაგალითად: სახელი, მისამართი, ოფისის/ების ლოკაცია (Google Map-ზე) ასევე მაგალითად ექიმის კონსუტაციაზე მიღების საათები და სხვა უამრავი, ბიზნესის მფლობელი თვითონ უზრუნველყობს Yext, Inc-ი  პლატფორმის საშუალებით. სხვანაირად რომ ვთქვათ, თქვენს მიერ შეტანილი ინფორმაცია Yext, Inc-ის  პლატფორმაზე, თქვენი ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი საძიებო სისტემის მეორე მხარეს მყოფი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციების კვლევის პროცესში იყოს. წარმოიდგინეთ, რომ პლატფირმა Yext, Inc არის საინფორმაციო ხიდი თქვენს ბიზნესსა და საბოლოო მომხმარებელს შორის. რომელიც გადის ნებისმიერ საძიებო ან სოციალური ქსელის პლატფორმაზე ზუსტი სწრაფი და მრავალფეროვანი ინფორმაციების მისაწოდებლად. საკმარისია Yext, Inc-ი  პლატფორმაზე შეცვალოთ ან დაამატოთ ინფორმაცია ბიზნესის შესახებ, ის ავტომატურად, იმავდროულად, განახლდება მთელს ინტერნეტსივრცეში.



დიახ, ეს ახალი სიტყვაა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში.




ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც სავარაუდოდ ნებისმიერ ჩვენგანს შემთხვევია. წამოვიდგინოთ, რომ გვინდა ტელევიზორის ყიდვა, შევდივართ მაღზიაში და უყურებთ უამრავ ტელევიზორს სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ტექნიკური მონაცემების. მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ გვჭრდება დამატებით ინფორმაცია, ვინაიდან ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით რომელი ტელევიზორი გვინდა. ამისთვის ვითხოვთ კონსულტანტთან გასაუბრებას. აღმოჩნდა, რომ კონსულტანტი იმდენად მოუმზადებელია და არ იცის ტელევიზორების მახასიათებლები, რომ ის ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს ზოგს არ პასუხობს და ზოგს პასუხობს არა ამომწურავად. შედეგი არის ის, რომ ყოველი 10 მყიდველიდან 4-ს კარგავს რეალიზაციის ობიექტი, ეს სტატისტიკური მონაცემებია უკვე. ამიტომ ჭკვიან, კარგად მომზადებულ, კომპეტენტურ, კონსულტანტს შეუძლია რეალიზაციის მოცულობის გაზრდა კომპანიისთვის.


ამ მაგალითიდან ტელევიზორის მყიდველი არის მომხმარებლები და სვამს კითხვებს, ეძებს პასუხებს, გადაწყვეტილების მისაღებად. კონსულტანტი არის ინტერნეტი. რომელიც გვაწვდის არასრულ არარელევანტურ ინფორმაციას. ხოლო მაღაზია არის ბიზნესი. ამ მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვში, სუსტი და დასახვეწი რგოლია კონსულტანტი.  სწორედ კომპანია Yext, Inc-ი ამ საქმეს აკეთებს კომპანიებისთვის.


კომპანია Yext, Inc-ის მომხმარებლები არიან კორპორაციები, ბიზნესები . რომლებიც Yext-ის პლატფორმაზე ხსნიან კორპორატიულ ანგარიშებს და ამ პლატფორმის მეშვეობით მართავენ ინფორმაციებს თვიანთი კომპანიის შესახებ. 2019 წლის იანვარში კომპანაია Yext-მა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თვის მომხმერებლების შესახებ. მონაცემები შედგება რამოდენიმე პარამეტრისგან და შემდეგნაირად გამოიყურება:


  1. პირველი პარამეტრია მომხმარებლების აქტიურობა კონკრეტული ლოკაციებიდან. განვმარტოთ ეს რას ნიშნავს? მაგალითად: თქვენ თუ ეძებთ ინტერნეტში სტარბაქსის პროდუტზებზე ინფორმაციას და გაინტერესებთ მენიუ და სამუშაო საათები. თქვენ ღებულობთ პასუხს ინტერნეტში Yext-ის პლატფორმის გავლით. არ აქვს მნიშვნელობა რომელი არხით ეძებთ ამ ინფორმაციას. ამ მხრივ სტარბაქსის საიტზე ვიზიტორების რაოდენობა 20,1% ით გაზრდილია 2017-2018 წლებში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სტარბაქსის მენეჯმენტი კომპანიის ინფორმაციის გამავრცელებლად იყენებს Yext-ის პლატფორმას.


იგულისხმება: ( სტარბაქსის საიტზე შესვლა, კლიკების რაოდენობა, კლიკების რაოდენობა ონლაინ კომუნიკაციისთვის ოპერატორთან და ონლაინ შეკვეთები)


  1. მეორე პარამეტრია ბიზნესების რელაიზაციის ლოკაციების ვიზიტორების რაოდენობა და დატოვებული კომენტარების რაოდენობა 2017-2018 წლებში გაზრდილია 87% ით. აქ იგულისხმება: მაგალითდ გაინტერესებთ სტარბაქსის რომელიმე ოფისის ზუსტი ადგილმდებარეობა მისასვლელი მარშუტი და მუშაობის განრიგი.
  2. ასევე ბიზნესებმა, რომლებიც იყენებენ Yext- ის პლატფორმას 2018 წლის მონაცემებით პროდუტების ონლაინ რეალიზაციის მოცულობა გაეზარდათ 30,4% ით.


როგორც ხედავთ კომპანია Yext, Inc-ი ეხმარება ბიზნესებს არა მხოლოდ მომხმარებლებთან ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში, არამედ ამ პლატფორმის მეშვეობით კომპანიები ხედავენ რეალიზაციის ზრდას. ეს გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებელს იმავდროულად აქვს ინფორმაცია როგორც კი ის ძებნას იწყებს. ამ დროისთვის Yext-ის პლატფორმის შესაძლებლობებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნააა. მოდით გავიაროთ მცირედით ფინანასური მაჩვენებლები.




ფინანსური მაჩვენებლები:



კომპანიის წარმატება და ფინანსურად ზრდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მომხმარებლების სიმრავლეზე და შეთავაზებული პროდუქტების რაოდენობაზე. მრავალფეროვნებაზე. კომპანია Yext-ი შესანიშნავად ართმევს თვს ამ ამოცანებს. კომპანიის კლიენტები არიან საკმაოდ ცნობილი ბრენდები BMW, Jaguar, Chase, Allstate, Marriott, McDonald’s, T-Mobile, Chanel და სხვა უამრავი. ბოლო 4 კვარტალი იყო კომპანიის ყველაზე პროდუქტიული პერიოდი მისი არსებობის განმავლობაში. კომპანიამ დაიმატა მომხმარებლის სახით 300 ახალი კორპორაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში  ამ მომენტისთვის კომპანიის პლატფორმას და სერვისებს იყენებს 700- ამდე მსხვილი კოპროპრაცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ეს ციფრი დიდი ბიჯით მზარდია. სურათზე ხედავთ ამ მაჩვენებლებს.





კომპანიის შემოსავლები მუდმივად მზარდია კვარტლიდან კვარტლამდე დიაგრამაზე ხედავთ კომპანიის დაარსებიდან დღემდე მისი შემოსავლების ზრდის დინამიკას და ეს შთამბეჭდავია:



კომპანიის შემოსავლები შეადგენს $245 მილიონს. გასულ წელს შეადგინა $184,11 მილიონი დოლარი, რომელიც წარმოადგენს წლიდან წლამდე 33,6% იან ზრდას. შთამბეჭდავია დამერწმუნებით.



კომპანია Yext-ი ქმნის ახალ ბაზარს, ბაზარს რომელიც არ არსებობდა აქამდე. კომპანიამ მიზნად დაისახა ძალიან რთული ამოცანის შესსრულება, რომელსაც სჭირდება დიდი კაპიტალი და ასევე დრო. კომპანიამ შექმნა ახალი ბიზნესმიმართულება და მისი ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას უყოდებს Digital Knowledge Management (DKM). სიფრული ცოდნის მენეჯმენტით. წარმოუდგენლად ჟღერს დამეთანხმებით. სისტემურად ეს ბიზნესმიმართულება შემდეგნაირად გამოიყურება.



როდესაც ინოვაციური კომპანია ქმნის ახალ ბაზარს თავისი პროდუქტით ჩნდება უზარმაზარი რისკ-ფაქტორები. ნებისმიერმა გიგანტურმა კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს და დააკოპიროს იდეა. ეს დიდი რისკ ფაქტორია ამის შესახებ ქვემოთ განყოფილებაში ვისაუბრებთ.


რისკ-ფაქტორები



დიახ, ამ კომპანიის მომავალი წარმატება დაკავშირებულია გარკვეულ რისკ ფაქტორებთან და ეს აუცილებლად გონებაში სატარებელი არგუმენტებია.


ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს. ინვოაციური მიდგომები პირველ ხანებში ადვილად კოპირაბადი საქმე, მით უმეტს, როდესაც კონკურენტების მიერ ბიზნესში შესვლა არანაირ ბარიერების გავლას არ გულისხმობს. რამოდენიმე მაგალითს ჩამოგითვლით. საძებო სისტემები სექტორი კომპანია GOOGLE იყო ერთდროს რიგით მე-20 საძიებო სისტემა. სოც. ქსელები ( გახსოვთ ალბათ MySpace, Friendsterი, რომელიც მოგვიანებით Facebook-მა ჩაყლაპა. იმის მიუხედავად, რომ, როცა ეს სოცქსელები შეიქმნა Facebook-ი არ არსებობდა) კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მხრივ.



მეორე რისკფაქტორია ის ფაქტი, რომ რა უდგას წინ ნებისმიერ გიგანტურ საძიებო სისტემას მაგალითად Google-ს,  რომ შექმნას ანალოგიური პროდუქტი? ესეც ფაქტორია და ამიტომ ამ მიმართლებით ჩემი ყურადღება გაათმაგებულია. მაგრამ, მიუხედავად, რისკ-ფაქტორებისა, მე ამ კომპანიის აქციებზე პოზიციების დახურვას ჯერ არ ვაპირებ - ამ გადაწყვეტილების მისაღებად უფრო ხელშსესახები არგუმენტები მჭირდება, რომელსაც მომავალი გვიჩვენებს.


დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალში ჩვენ განვაახლებთ ინფორმაციებს იმ კომპანიების შესახებმ რომელიც ჩვენს გრძელვადიან პორტფელში ვფლობთ. დამატებით ინფორმაციებისთვის გვეწვიეთ საიტზე www.jdinvestment.ge და ქვემოთ გამოიწერეთ სიახლეები.


მადლობა რომ გვკითხულობთ.








კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ...

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...


მსგავსი სიახლეები

up