„გაზპრომის“ გაზს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფასიც აქვს“

„გაზპრომის“ გაზს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფასიც აქვს“

access_time2019-02-18 10:00:15

 „დივერსიფიცირება აუცილებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ „გაზპრომის“ გაზს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფასიც აქვს,“ - ასე აფასებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას დივერსიფიცირების მიზნით რუსეთიდან გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით. ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს მინისტრის განცხადების შეფასება უჭირს, რადგან ჯერ კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა არაბიძე განმარტავს, რომ, როდესაც რუსულ გაზზეა საუბარი, ვიდრე საქართველოს მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე საკითხის დეტალურად გაანალიზება უნდა მოხდეს.

 

„გაზპრომის“ გაზს აქვს პოლიტიკური მდგენელი. პოლიტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ისეთი დაბალი ფასი დაგვიწესოს რუსეთმა, რომ დღეს, ხვალ და ზეგ მათკენ გადავიხაროთ და გავაფუჭოთ ურთიერთობა აზერბაიჯანთან. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა, რომ „გაზპრომიდან“ დაბალ ფასში იქნას მიღებული გაზი, ნამდვილად არის, მაგრამ ამას უნდა აწონვა პოლიტიკურ ჭრილში, რას მოგვცემს ეს ჩვენ მომავალში  ამაზე ალბათ მთავრობა იმუშავებს. ისე ხომ არ იქნება, რომ დღეს ფასი შეგვიმციროს, ზეგ კი ისევ გაზარდოს და ჩვენ ამ დროს აზერბაიჯანთან პრობლემები შევიქმნათ. დივერსიფიცირება კარგია, მარგამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის რუსული გაზის პოლიტიკური საფასურის კომპენსაცია. ის, რომ ჩვენ საქართველოში გატარებული გაზის 10 პროცენტს ავიღებთ, მე ფანტაზიად მიმაჩნია, ალბათ, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება,“  - აცხადებს გია არაბიძე.

 

გია არაბიძის აზრს იზიარებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა. მისი თქმით, რუსეთიდან გაზის შესყიდვა შესაძლებელია იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ვიღებდით რუსეთიდან, საქართველოს გავლით, სომხეთში ტრანზიტის დროს.

 

 „ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ისე, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემა. ვფიქრობ, მცირე პროცენტი რომ შემოვიდეს, დაახლოებით იმდენი, რაც გვრჩებოდა, როდესაც ჩვენი მილსადენით რუსეთიდან სომხეთს გაზი მიეწოდებოდა, ანუ დაახლოებით 10 -12 პროცენტი,  პრობლემას არ შექმნის. თუმც,ა ვთვლი, რომ გამოცდილება საკმაოდ დიდია და ამ მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური რისკები გასათვალისწინებელია,“ აცხადებს დავით მირცხულავა.

 


გიორგი ქობულიამ ასევე განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა, კომპანიებმა და მოსახლეობამ გაზი უფრო დაბალ ფასად მიიღონ. გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, დავით მირცხულავას უჭირს თქმა, ნამდვილად არის თუ არა ტარიფის შემცირების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი „კომერსანტთან“ კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზის ტარიფი შემცირდეს კომერციული სექტორისთვის, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. წარმოიდგინეთ ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომელიც შედის პროდუქტის დამზადებაში, ყველაზე ძვირია რეგიონში. ეს ძალიან ამცირებს კონკურენტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას,“    განმარტავს დავით მირცხულავა.



ბაჩო ადამია

 

 

 





სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს
access_time2021-01-19 11:00:07
საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, მისი მომსახურების ხარჯიც იზრდება, რასაც თავის მხრივ გაუფასურებული ლარიც ემატება. 2021 წელს საქართველოს 3.3 კურსზე მოუწევს ისეთი ვალბის დაფარვა რომლის აღების მომენტშიც 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.00-ზე და 2.80-ზე ნაკლებსაც შეადგენდა. 2020 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი გასასტუმრებლად $841 მლნ-ის გადახდა მოუწევს, რაც 18 იანვრის კურსით ₾2.750 მლრდ-ს შეადგენს. ამ თანხის 3/4-ის $604 მლნ-ის გადახდა მეორე კვარტალშია...


მსგავსი სიახლეები

up