დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია:  კომპანიებს ახალ ეტიკეტირების წესზე გადასასვლელად დამატებითი  პერიოდი მიეცათ

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია: კომპანიებს ახალ ეტიკეტირების წესზე გადასასვლელად დამატებითი პერიოდი მიეცათ

access_time2019-02-11 16:40:31


დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომერსანტი მას უცვლელად გთავაზობთ: 



„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2018 წლის 1 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კერძო სექტორის მოთხოვნითა და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით რეგულაციის ამოქმედების ვადამ 6თვით გადაიწია, ახლა კი ბიზნეს სექტორის ინტერესების გათვალისწინებით კომპანიებს ახალ ეტიკეტირების წესზე გადასასვლელად დამატებით გარდამავალი პერიოდი მიეცათ.



„სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულატციების შედეგად, მომხმარებელთა და ბიზნეს სექტორის ინტერესთა გათვალისწინებით მიღწეულ იქნა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე.



პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ საშუალება მოახდინონ მათი რეალიზება.




ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში მოხდება კომპანიებისათვის რეკომენდაციების გაცემა და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინი) სრულყოფა და არსებულის დაზუსტება.



გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მხარეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რათა ბიზნეს სექტორს არ შეექმნას პრობლემა ბაზარზე ოპერირებისას და მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხმარებელთა ინტერესი.



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის და მის აპარატის აქტიური ჩართულობით მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის და მომხმარებელთა ინტერესი, რაც ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ეფექტურად იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად აქტიურად აგრძელებს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციას, ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტთან დაკავშირებით კომპანიების წინაშე არსებული საკითხების სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან დაზუსტების მიზნით.



ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას.“- ნათქვამია განცხადებაში.





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up