„დღევანდელი ლარის კურსი ადგილობრივი ბიზნესისთვის კრიტიკულია„ -დისტრიბუტორები სურსათზე ფასის შენარჩუნებას ცდილობენ

„დღევანდელი ლარის კურსი ადგილობრივი ბიზნესისთვის კრიტიკულია„ -დისტრიბუტორები სურსათზე ფასის შენარჩუნებას ცდილობენ

access_time2020-03-25 15:00:29

კორონავირუსის გამო ქვეყანაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. კომპანიები  მაქსიმალურად ცდილობენ სურსათზე ფასი შეინარჩუნონ.თუმცა, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას  განცხადებით, ფასის ცვლილება საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული, რასაც ადგილობრივი კომპანიები ვერც შეცვლიან და ვერც წინ გაუსწრებენ.

 

ივა ჭყონიას თქმით, დღევანდელი ლარის კურსი ადგილობრივი ბიზნესისთვის კრიტიკულია.  


როგორც ჭყონიამ აღნიშნა,  ლარი იმ ნიშნულს მკვეთრად გასცდა, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანიებს ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული,  დღეს კი  გათვლა 3.0 ლარზე აქვთ.


დისტრიბუტორთა ბიზნესასოციიაციის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ დისტრიბუტორები კომპანიებს სარეალიზაციაო ფასის პარალელურად, საკუთარი კომპანიების შესანარჩუნებლად უწევთ ბრძოლა, რადგან ლარის გაუფასურების გამო გადასახადები გაეზარდათ.


 

„გაუფასურებული ლარის პირობებში, იმ 9 პროდუქტზე,  რომელსაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ფასი არ შეიცვლება. ესენია, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ბრინჯი, ლობიო, შაქარი, ზეთი, ბურჟულეული, ფქვილი, ხორბალი, მაკარონი.


კომპანიები 3.0 ნიშნულით იხდიან ამ პროდუქტებზე, დანარჩენს სახელმწიფო ასუბსიდირებს.  მდგომარეობა უკონტროლო გახდება თუ საერთაშორისო ბაზარზე მდგომარეობა შეიცვალა და გარკვეულ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, როგორც  გარკვეული პერიოდის წინ  შაქრის შემთხვევაში იყო, ჩვენ ამ დროს უძლურები ვიქნებით, შესაბამისად, მოგვიწევს ფასების ზრდა“-ამბობს ივა ჭყონია.

 


შეგახსნებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დღეის მდგომარეობით  Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.4762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.4731 -ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4494  ლარი შეადგინა.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up