ივა ჭყონიას ინფორმაციით “ფურშეტის”, “ლა ფემილისა” და სხვა სუპერმარკეტების წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს სასამართლო წარმოება.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებლის, ივა ჭყონიას აზრით, აუცილებელია დაწესდეს ახალი და ეფექტური რეგულაციები, რათა სადისტრიბუციო კომპანიები დაცულები იყვნენ გადახდისუუნარო რითეილერებისგან. ჭყონიას თქმით, რითეილერებს დისტრიბუტორების 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვთ.
“ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და გამოარკვიოს რამ მიიყვანა ესა თუ ის კომპანია, პირობიდად, “მარშე” ან “გუდვილი” გადახდისუუნარობამდე. ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ასეთ კომპანიებს შესაბამისი ვალდებულებები დაეკისროთ. აქ წინა პროცესებია საინტერესო, თორემ შედეგის დადგომის შემდეგ, მიზეზებთან ბრძოლა უფრო რთულია,”- აცხადებს ჭყონია.
ივა ჭყონიას თქმით, ხშირია შემთხვევები როდესაც კომპანიები თავს გადახდისუუნაროდ აცხადებენ, მაგალითად, “ფურშეტი” და “ლა ფემილი” ამით ერთგვარად, პასუხისმგებლობსა და ვალდებულებებს იცილებენ.
“ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული,”- აღნიშნავს ჭყონია.
ავტორი: გვანცა ძერკორაშვილი