დისტანციური სწავლების უარყოფითი შედეგები - რატომ გაუარესდება განათლების ხარისხი საქართველოში?

დისტანციური სწავლების უარყოფითი შედეგები - რატომ გაუარესდება განათლების ხარისხი საქართველოში?

access_time2020-12-12 11:30:47

მარტიდან საქართველო ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. 1 კვირით დაგრძელებული სასკოლო არდადეგები 16 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სემესტრი ისე გავიდა მოსწავლეები საკლასო ოთახებს და სტუდენტები აუდიტორიებს აღარ დაბრუნებიან. დისტანციურმა სწავლებამ რომელიც რეგიონებში მცირე გამონაკლისის გარდა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც გაგრძელდა ისედაც დაბალი განათლების ხარისხი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

პირველმა პრობლემამ რამაც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას იჩინა თავი რეგიონებში დაბალი ინტერნეტიზაცია გახდა. გარდა იმისა, რომ ყველას არ გააჩნია ინტენეტთან წვდომა და არ აქვს კომპიუტერი, იმ ოჯახების უმრავლესოაშიც კი სადაც ეს პრობლემა არ დგას მხოლოდ ერთი კომპიუტერი აქვთ, რაზედაც 2 ან მეტი მოსწავლის სრულყოფილად მეცადინეობა შეუძლებელია.

კომპიუტერთან შედარებით მაღაალია სმარტფონების რაოდენობა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით მარტში ფიქსირებული ინტერნეტიტ 806 ათასი აბონენტი სარგებლობდა, მობილური ინტერნეტით კი - 2.646 მლნ, საიდანაც 80%-ზე მეტს 4G მხარდაჭერა გააჩნდა. სმარტფონებში პატარა ეკრანისა და სრულყოფილი კლავიატურის უქონლობას Wi-Fi როუტერების ნაკლებობაც დაემატა. გასათვალიწინებელია, ისიც, რომ სკოლების დახურვას ტექნიკის მაღაზიების დახურვაც მოჰყვა და ალტერნატივად კომპიუტერული ტექნიკის ვინმესგან თხოვება ან გამოწერა დარჩა.

ინტერნეტიზაციის პრობლემის გამო 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე პროექტი „ტელესკოლა“ ამოქმედდა, თავად არხსაც ჯერ „პირველი არხი - განათლება“ შემდეგ „ტელესკოლა“ დაერქვა.

მაშინაც კი თუ მოსწავლეს გამართული კომპიუტერი აქვს, თავისი ოპტიკური ინტერნეტით და ტელესკოლასაც ადევნებს თვალას. ონლაინ აქტიობა და ოცწუთიანი გაკვეთილები ვერ იქნება ნამდვილი გაკვეთილის სრულფასოვანი ჩამანაცვლებელი.

კითხვა-პასუხი, ჯგუფური მუშაობა და მობილიზება რეალურ საგაკვეთილო პროცესში უფრო მარტივია, ვიდრე ონლაინ სივრცეში. დიდი ხანია ინტერნეტი განათლებაში უკვე არა სასურველი, არამედ აუცილებელი საშუალებაა, მაგრამ მხოლოდ როგორც დამატებითი და არა ძირითადი ინსტრუმენტი. ცალკე ფენომენია დესოციალიზაცია, რაზეც შეიძლება ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მთელი ტომები შეიქმნას.

განათლების ხარისხის გაუარესება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ მიმართულებით საქართველოში პანდემიამდეც სავალალო მდგომარეობა იყო.


PISA-ს ბოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია -OECD ატარებს, 77 ქვეყნიდან საქართველო წაკითხულის გააზრებაში 69-ე, მათემატიკაში 66-ე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 73-ე ადგილს იკავებს. საქარელოს უსწრებს აზერბაიჯანი, ყაზახეთი, იორდანია და კოლიმბია. თავად საქართველო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას: ფილიპინებს, ლიბანსა და დომინიკის რესპუბლიკას სჯობნის. კვლევა 15 წლის ასაკის მოხარდებს შორისაა ჩატასრებული და 2015 წლის შემდეგ შედეგები გაუარესებულია. სამივე კომპონენტში ლიდერის პოზიციებს ჩინეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია და ერთადეღთი ყოფილი საბჭოთა კოლონია - ესტონეთი იკავებს. ხანგძლივი კვლევები ადასტურებს, რომ განათლებასა და ქვეყნის შემოსავლებს შორის პირდაპირი კორელაციაა, გამონაკლისს მხოლოდ ზოგიერთი ბუნებრივი რესურსით მდიდარი ქვეყანა წარმოადგენს.

2021 წლის რეიტინგში, იმის ხარჯზე, რომ სკოლები სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც დაიხურა, შესაძლოა რეიტინგი გაუარესებული არ იყოს, მაგრამ განათლების საერთო დონე მაინც დაცემული იქნება.

განათლების რეფორმაზე საქართველოშო ბოლო 30 წელია ლაპარაკი არ წყდება. ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც გაკეთდა ეს 2005 წელს შემოღებული ეროვნული გამოცდები იყო, რომელმაც თავის დროზე იმუშავა, მოსპო კორუფცია მისაღებ გამოცდებზე, მაგრამ უნივერიტეტებში სწავლის ხარისხი არ აუმაღლებია. რეალურად პრობლემა სათავეს სკოლიდან იღებს და არა უნივერსიტეტიდან, რადგან აბიტურიენტთა უმრავლესობა, თავისი ცოდნის დონითა და უნარებით აღარაა კონკურენტული მსოფლიოში ჰონკონგის ან ესტონელი თანატოლების ფონზე.

პოლიტიკოსებს 4 ან 5 წლის ვადით ირჩევენ. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, გრძელვადიანიანია და ამონაგები ქვეყანამ უკეთეს შემთხვევაში შეიძლება 10-15 წლის შემდეგ მიიღოს. ეს ფაქტი პოპულიზმისკენ გადახრილ პარტიებსა თუ სახელმწიფო მოხელეებს საკმაოდ დიდ უხერხულობას უქმნის, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მოკლევადიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელთა შედეგებიც მყისიერად ან 1-2 წელიწადში გამოჩნდება. განათლების სწორი რეფორმის შედეგები კი შესაძლო მომდევნო ან მომდევნოს მომდევნო მთავრობის კვეხნის საგანი გახდეს, თუ ამ პერიოდში რომელიმე მათგანმა რაიმე უარესობისკენ არ შეცვალა.

ძვირადღირებული ნივთი/სერვისი შეიძლება ხარიხიანიც იყოს და უახრისხოც, დაბალფასიანი უმეტეს შემთხვევაში უხარისხოა. საჯარო სკოლებში დაფინანსება უკიდურესად დაბალია. 1 ბავშვზე გამოყოფილი ვაუჩერის ღირებულება 510 ლარს შეადგენს, რომელიც სკოლაში ბავშვთა რაოდენობისა და რეგიონების მიხედვით 1.6-დან 2.2 კოეფიციენტამდე მრავლდება. თუ ავიღებთ საშუალო 2.00-ს, თუმცა რეალურად უმეტეს შემთხვევაში ეს კოეფიციენტი უფრო დაბალია, გამოდის რომ 1 მოსწავლეს სახელმწიფო საშუალო წლირად 1000 ლარით აფინანსებს, მაშინ როცა კარგ კერძო სკოლებში სწავლის გადასახადი წელიწადსი 5000 ლარიდან იწყება.

2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოსი სულ 609 ათასი მოსწავლე იყო რეგისტრირებული მათგან 90%-ზე მეტი საჯარო სკოლებში სწავლობდა, კერძო სკოლების წილი, კი 9.9%-ს შეადგენდა.

როგორც პირველი ლოკდაუნის დროს გაზაფხულზე, ასევე ნოემბერშიც კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებს არჩევანის თავისუფლება არ დაუტოვეს და ერთი ბრძანებით პარლამენტის დამატებითი თანხმობის გარეშე დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს. სოფლებში და პატარა ქალაქებში სადაც კერძო სკოლები პრაქტიკულად არ გვხდება საჯარო სკოლები ახლაც ღიაა, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირების თითოეული შემთხვევის შემდეგ 2-2 კვირით ისინიც იკეტება.

დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ლოკდაუნს ყველაზე დიდი დარტყმა განათლების სექტორისთვის ჰქონია მიყენებული. სექტემბერში რეგულაციების მოყვარულმა ჯანომამც კი უკან დაიხია და განაცხადა, რომ სახელმწიფოებმა სკოლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დახურონ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up