დისტანციური სწავლების სირთულეები - გადახედავენ თუ არა კერძო სკოლები სწავლის საფასურს

დისტანციური სწავლების სირთულეები - გადახედავენ თუ არა კერძო სკოლები სწავლის საფასურს

access_time2020-03-17 10:45:05

კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის საქართველოში სასკოლო არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამ პერიოდში განათლების სამინისტრომ სკოლებს სწავლების განსხვავებულ მოდელი შესთავაზა. ჩხენკელის უწყებამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გასცა რეკომენდაცია, უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება. ერთ-ერთი ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლებაა.


„კომერსანტი“ დაინტერსდა გადავიდნენ თუ არა დისტანციური სწავლების მეთოდზე კერძო სკოლები, ტექნიკურად არიან თუ არა მზად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები და რა პრობლემების წინაშე დადგნენ, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესში? არის თუ არა სწავლის მეთოდის ცვლილება დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის და ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე იგეგმება თუ არა სწავლის საფასურის გადახედვა?

 

დისტანციური სწავლება 16 მარტს დაიწყო „საერთაშორისო აკადემია ლოგოსმა“. კერძო სკოლის დირექტორის მოადგილე მიშა ტეფნაძე აცხადებს, რომ სკოლამ მოდიფიცირებული ცხრილი გააკეთა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანს სწავლობენ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე შეჩერებულია სკოლის მიერ დამატებით კურიკულუმით განსაზღვრული საგნების შესწავლა , თუმცა „ლოგოსში“ გეგმავენ, რომ შემდეგი კვირიდან, მას შემდეგ რაც სისტემა გამართულად იმუშავებს, სრული პროგრამა შეიტანონ. კერძო სკოლაში ჯერ არ იციან გადაიხედება თუ არა სწავლის საფასური, მიშა ტეფნაძე „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩებიან არსებულ მდგომარეობაში. დაუწესდებათ თუ არა მოსწავლეების მშობლებს გარკვეული შეღავათები, ტეფნაძის თქმით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

„დისტანციური სწავლებისთვის მოდიფიცირებულ ცხრილს ვიყენებთ. ამ ცხრილის მეშვეობით მიზნად გვაქვს დასახული ეტაპობრივად დავფაროთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული წლის ბოლოს მისაღწევი ინდიკატორები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დაწყებითი სკოლის მასწავლებლების და მშობლების მოტივაცია ონლაინ სწავლების რეჟიმის მიმართ საკმაოდ მაღალი იყო. ამას წინ უძღოდა გასულ კვირაში, სკოლის მიერ დაგეგმილი პოლიტიკა, რომ ინფორმაცია ადეკვატურად მიგვეწოდებინა მშობლებისთვის, შესაბამისი ასაკობრივი ზღვარის მოსწავლეებისათვის და მასწავლებლები გადაგვემზადებინა შესაბამისი ტექნოლოგიური გამოყენების მიმართულებით. ერთადერთი პრობლემა არის ის ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის თუ მასწავლებლის ინფორმირება, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი სიჩქარის ინტერნეტი სჭირდებათ, რათა ონლაინ სწავლების რეჟიმში არ ჰქონდეთ რაიმე სახის შეფერხება, თუმცა ლოგოსის  კოლექტივს გააზრებული აქვს ის, რომ  ვართ პილოტირების რეჟიმში, გარკვეული შეფერხებების შესახებ, რომელიც გუშინ გვქონდა, თითოეული ჩვენგანი იყო ინფორმირებული და ახლა შეფერხებების გამოსწორების სტრატეგიაზე ვმუშაობთ. ჩვენი მოთხოვნა ის არ არის, რომ გაზარდონ ინტერნეტის სიჩქარე. თუკი რომელიმე მოსწავლე, ან მოსწავლის მშობელი აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ კადრს აქვს ხარვეზები, ჩვენი მხრიდან რეკომენდაციები გადის იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი“, - განმარტავს მიშა ტეფნაძე.


 

სკოლის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებს კომფორტული ონლაინ გარემო შესთავაზონ. მისი თქმით, დისტანციური სწავლების მეთოდზე  გადასვლა დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა თანხას ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ, რადგან პროცესი მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. მიშა ტეფნაძის განცხადებით, დისტანციური სწავლების მეთოდით სკოლა ცდილობს, მოსწავლეებს სტრესი მაქსიმალურად შეუმცირონ.  „ლოგოსის“ დირექტორის მოადგილე გვიყვება სწავლების რა მეთოდს გამოიყენებენ მასწავლებლები.  

 

„ჩვენი მოსწავლეების და მასწავლებლების 90 პროცენტი ტექნიკურად აღჭურვილია, დადგინდა ის თუ რომელ მასწავლებელს ჰქონდა გარკვეული სახის ტექნოლოგიური შეფერხებები და სკოლამ გასცა მასწავლებლებზე სკოლის ბაზაზე არსებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. თანდათან ვცდილობთ თითოეული მშობლის ან მასწავლებლის გვერდით იდგეს ლოგოსის ადმინისტრაცია იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. ჩვენთან არის სინქრონული და ასინქრონული მიდგომა შეთანხმებული მასწავლებლებთან. სინქრონულ მიმართულებას ვიყენებთ იმ კუთხით თუ კი გვჭირდება მოსწავლეებთან ინტერაქცია იმისათვის, რომ გარკვეული მასალის გააზრება მოხდეს მოსწავლეებში, გარკვეული მასალის შესწავლისთვის ვიყენებთ ვიდეო ჩანაწერებსაც. ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეფასდეს მოსწავლის მიერ გამომუშავებული კომპეტენცია და აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა პროგრამას, როგორ შეიძლება მოხდეს მოსწავლის შესაძლებლობის განვითარების შეფასება. არდადეგების  დასრულებას არ დაველოდეთ, რადგან ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია მოსწავლეებისათვის, გარდა ამისა, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მხრიდან გამოხატული ყურადღება, - აცხადებს მიშა ტეფნაძე.


დღეიდან სწავლის ახალ მეთოდზე გადასვლის სირთულეს შეეჭიდა „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“. აკადემიის საგარეო ურთიერთობის დეკანი ია თოფურია აცხადებს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 370-ვე მოსწავლე მობილიზებულია დისტანციურ სწავლებაზე. როგორც თოფურია აცხადებს ახალ მეთოდზე გადასვლა დამატებით ხარჯებთან არ ყოფილა დაკავშირებული, რადგან ტექნიკური ბაზა სკოლაში არსებობდა. „ლოგოსის“ მსგავსად არც აქ იციან გადაიხედება თუ არა სწავლის საფასური. აკადემიის საგარეო ურთიერთობის დეკანს კომერსანტის კითხვაზე, დაუწესდებათ თუ არა გარკვეული შეღავათების მათი მოსწავლეების მშობლებს პასუხის გაცემა უჭირს.

 

„დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის პროცესში არანაირი პრობლემა არ ყოფილა, რადგან ჩვენ მომზადებული ვიყავით და გვაქვს დისტანციური სწავლების პლატფორმა, რომელსაც  გამოვიყენებთ. შესაბამისად, არ ვიცით ჯერჯერობით რა ტექნიკური პრობლემები წარმოიშვება. ვინაიდან სპონტანური და ახალი გადაწყვეტილებაა. ვერ გეტყვით რამდენად მომზადებულები შეხვდებიან სიახლეებს მასწავლებლები და მოსწავლეები, რამდენად გამართულად ავეწყობით ამას მომდევნო დღეები გვაჩვენებს. ბუნებრივია გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. კონკრეტულად მიჭირს თქმა რა სირთულეები შეიძლება გამოვლინდეს, ალბათ სუფთა ტექნიკური, რაც იმ მომენტში შეიძლება წარმოიშვას. საკლასო ოთახს ხომ სჭირდება მართვა? ამის გადატანა ვირტუალურ სივრცეში ახალი გამოწვევაა.. შესაბამისად, მასწავლებლები ახლა სწავლობენ ვირტუალურად გაკვეთილის ჩატარებას. ჩვენი სწავლების მეთოდოლოგია განსხვავებულია, სასემინარო ტიპის გაკვეთილები ტარდება , ასეთი ტიპის გაკვეთილის ჩატარება ვირტუალურ რეჟიმში ცოტა რთული იქნება, ვინაიდან მოსწავლეები  დისკუსიაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. 15-მა მოსწავლემ თავის აზრი, რომ გამოხატოს ეს ძალიან მოწესრიგებულად უნდა მოხდეს, რათა მასწავლებელმა გაიგოს, გაიაზროს და დააფიქსიროს პასუხი. ტექნიკური რესურსის გატანა ხდება სახლის სივრცეში. ყველა მასალას წაიღებენ, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ეფექტური გაკვეთილები ჩაატარონ,  ჩვენს მასწავლებლებს არ უჭირთ ახალ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. პროცესი გასულ კვირას დაიტესტა, მოხდა ჩართვები, ყველაფერი მუშაობას ახლა გვექნება კონკრეტული გაკვეთილები. ვთვლით, რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავდით პირველ აპრილამდე, ამის ფუფუნება არ გვაქვს ნამდვილად, რადგან თითოეული დღე გაწერილია. პარალელურად,ახალ მოსწავლეებს ვიღებთ ამ მიმართულებითაც შევფერხდით, ამიტომ ამ პერიოდის არდადეგებად გამოყენება წარმოუდგენელი იყო“, - აცხადებს ია თოფურია.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up