დისტანციური სწავლება -გადაიხედება თუ არა კერძო სკოლებში სწავლის გადასახადი

დისტანციური სწავლება -გადაიხედება თუ არა კერძო სკოლებში სწავლის გადასახადი

access_time2020-03-27 14:30:06

„დისტანციურ რეჟიმში საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას, სკოლის ხარჯები არ შემცირებულა. მეტიც, საათობრივად რომ შევხედოთ, მთელ აკადემიურ კოლექტივს ახლა უფრო მეტი დროის გატარება უწევს რესურსების მოძიებაზე და სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე“ -   „ბაქსვუდის“ კერძო სკოლის აკადემიური დირექტორი არჩილ სუმბაძე „კომერსანტთან“ სწავლების ონლაინ რეჟიმთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე საუბრობს. 


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განათლების სამინისტრომ სკოლებს სწავლების ონლაინ მეთოდის გამოყენება შესთავაზა,რის შედეგადაც კერძო და საჯარო სკოლებმა სწავლების დისტანციური მოდელისთვის საკომუნიკაციო არხების ორგანიზება მოახდინეს.


ამ მეთოდს იყენებენ საქართველოში მოქმედი კერძო სკოლებიც. არაერთ კერძო სკოლაში, მოსწავლეებს დამატებით სერვისს სთავაზობდნენ დამატებითი საფასურის სანაცვლოდ,  როგორებიცაა კვება და ტრანსპორტირება, ხოლო ახლა ამ სერვისის გამოყენების საშუალება  მშობლებს და მოსწავლეებს ფიზიკურად არ აქვთ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა აპირებენ თუ არა კერძო სკოლები  სწავლების გადასახადის კორექტირებას, რა გამოწვევების წინაშე დადგება ონლაინ სწავლების რეჟიმი, თუკი პროცესები იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე დაანონსებულია?


„ბაქსვუდის“ სკოლის აკადემიურმა დირექტორმა არჩლ სუმბაძემ, საუბრისას აღნიშნა, რომ ხარჯები საგანმანათლებლო მომსახურებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მეტივ, გაიზარდა პერსონალის საათობრივი დატვირთვა. შესაბამისად, დამატებითი სერვისების მოხსნასთან დაკავშირებით ფასების კორექტირება სკოლის მხრიდან აუცილებლად მოხდება.



„იმ სკოლებისთვის, ვისაც დამატებითი სერვისები გვაქვს ანგარიშგებაში გარკვეული კორექტირება უნდა მოხდეს და მოხდება კიდეც. გუშინ ჩვენ ვაცნობეთ მშობლებს, რომ დამატებითი სერვისების ვერ გამოყენება (კვება, ტრანსპორტირება  და ა.შ.) ჩვენი ხელშეკრულების პირობებში აუცილებლად აისახება.


როგორც კი დაიწყო ეს პროცესები და სკოლების ონლაინ სწავლებაზე გადასვლა გახდა საჭირო, დავიწყეთ შესაბამისად გადაწყობა. პირველი ამოცანა იყო ყველაზე შესაფერისი და მოსახერხებელი პლატფორმის პოვნა, რომელიც ერთის მხრივ, მასწავლებლების შიდა კომუნიკაციისთვის და მეორეს მხრივ, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. რამდენიმე პროგრამა მოვსინჯეთ, საბოლოდ ყველაზე ოპტიმალურად  Zoom-ის გამოყენება  ჩავთვალეთ.


მეორე გამოწვევა სასკოლო ცხრილის გადაწყობა იყო ონლაინ სწავლების რეჟიმზე და მისი მისადაგება დისტანციურ სწავლებაზე. საბოლოოდ, 16 მარტიდან სრულად გადავედით ამ მოდელზე და ჩართულობაც საკმაოდ მაღალია.  მთავარი გამოწვევა, რაზეც სამინისტროსთან აქტიურად ვსაუბრობთ არის ის, თუ რამდენად ექნება მნიშვნელობა და ვალიდურობა ამ დისტანციურ მოდელს და თუ ჩაეთვლებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის ეს პერიოდი. ამ ეტაპზე ეს პროცესი დაძრულია. მაგრამ, თუ ძალიან გახანგრძლივდა ეს რეჟიმი და სხვა ქვეყნებმა გაზარდეს საერთაშორისო მოხმარება აღნიშნულ პლატფორმებზე, საკითხავია რამდენად შეძლებენ ეს პროგრამები მდგრადობის შენარჩუნებას. ვცდილობთ, საერთაშორისო პრაქტიკა გავიზიაროთ და ჩათვლა, გამოცდა და  შეფასების სისტემა სრულად შევიმუშავოთ.“- აღნიშნა არჩილ სუმბაძემ.


იოანე პეტრიწის სახელობის კერძო სკოლა „იბერია“ გადასახადის შემცირებას არ განიხილავს, თუმცა, სკოლის დირექტორის თქმით, სკოლა იჯარის სოლიდურ გადასახადს იხდის, რომელიც არ გაუქმებულა, ხოლო მასწავლებლები უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ.


„სწავლის საფასურის გადახედვა არ გამოვა იმიტომ, რომ მაღალანაზღაურებადი სკოლებიც არ განიხილავენ ამას. გააჩნია მშობელი რას იხდის, ჩვენთან არ არის ისეთი გადასახადი, რომ შემცირება გახდეს საჭირო. ამ პერიოდში არ გაჩერებულა სწავლება და მასწავლებლებები დღესა და ღამეს ასწორებენ. მასწავლებელიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ხელფასზე არიან დამოკიდებული. კერძო სკოლაში ვისაც ჰყავს ბავშვი, იმათ შესაბამისი ხელფასი აქვთ და არ ვთვლი საჭიროდ ფასის დაკლებას.საკმაოდ რთული ჩასატარებელია ონლაინ გაკვეთილი, დილის 10 სათიდან 3 საათამდე მასწავლებელი ზის და მუშაობს ბავშვებთან.  მართალია კვების ხარჯი სკოლას აკლდება, მაგრამ მეხუთე კლასის ჩათვლით ფაქტობრივად უფასოდ იკვებებოდნენ ბავშვები ჩვენთან და მე-5 კლასის ზემოთ ვინმეს თუ კვებაზე ჰქონდა დადებული ხელშეკრულება, ეს უკვე მოხსნილია. ჩვენ ქირით ვართ სკოლაში და არავის არ გაუჩერებია ჩვენთვის იჯარის გადასახადი, რომელშიც საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდით.“ -  განმარტა „იბერია“-ს დირექტორმა ნინო ზაქარეიშვილმა.


ვინ არეგულირებს კერძო სკოლებში სწავლის გადასახადის კორექტირებასთან დაკავშირებულ პროცესებს, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათ უწყებას, კერძო სკოლასა და მშობელს შორის ფინანსური ვალდებულებების რეგულირებაში ჩარევის იურიდიული უფლება არ აქვს. 


„კერძო სკოლა თვითონ არეგულირებს სწავლის საფასურს. განათლების სამინისტროს ჩარევა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ სასწავლო პროცესში  სკოლას დარღვევა აქვს და ეროვნულ სასწავლო გეგმას უხვევს. ასეთი პრობლემა თუ შეიქმნა და ტრანსპორტის თანხის გადახდა მაინც უწევს მშობელს ამ პერიოდში, მას შეუძლია უჩივლოს, ეს უკვე მოლაპარაკების თემაა. კერძო სკოლის ფინანსურ ანგარიშსწორებაში სამინისტრო არ მონაწილეობს“ აცხადებენ განათლების სამინისტროში. 


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up