დისტანციური სესხები, პლასტიკური ბარათები და ახალი ფილიალები – რა გეგმები აქვთ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს

დისტანციური სესხები, პლასტიკური ბარათები და ახალი ფილიალები – რა გეგმები აქვთ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს

person access_time2016-01-20 14:11:48

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი 2016 წელს ქსელის გაფართოებას და ახალი პროდუქტების გამოტანას გეგმავს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ კომპანიისთვის 2015 წელი წარმატებული იყო.

 

მალხაზ ძაძუას თქმით, ბაზარზე ლარის კურსმა იმოქმედა და კომპანია წინა წლების მსგავსი ტემპებით ვერ გაიზარდა თუმცა რაც დაგეგმილი იყო ყველა პარამეტრი შესრულდა. მალხაზ ძაძუა ამბობს, რომ კომპანიას საკუთარი გეგმები არ შეუცვლია და წელსაც აქცენტს გაფართოებაზე და ახალ პროდუქტებზე გააკეთებს. მისივე განმარტებით, 2015 წელს დამატებით რეგიონებში 4-5 ფილიალი გაიხსნა,  გაფართოება წელსაც გაგრძელდება. კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა  პატარა და სწრაფ სესხებზეა, ამიტომ „კრისტალი" აქცენტს ამ მიმართულებაზე გააკეთებს. ამასთან, გაგრძელდება აგრო სესხების და ბიზნესების დაფინანსებაც. „კრისტალი" ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზეც მუშაობს და მომხმარებელს წელს დისტანციურად სესხების აღებას შესთავაზებს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს ინტერნეტით ან მობილური ბანკინგით სესხების აღება შეეძლება. რაც შეეხება პლასტიკურ ბარათებს  მალხაზ ძაძუა ამბობს, რომ მომხმარებლის მხრიდან ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ არის. „კრისტალი" ამჟამად ბაზარზე 32 ფილიალითაა წარმოდგენილი.



კომპანია „ქართული კრედიტი" ს გენერალური დირექტორი გიორგი ნასყიდაშვილი ამბობს, რომ კომპანია 2015 წელს დაწყებულ სტრატეგიას გააგრძელებს.  რაც გულისხმობს გაფართოებას და აგროსესხების გააქტიურებას. ნასყიდაშვილის თქმით, 2015 წელს რეგიონებში 9 ფილიალი დაემატა, წელს კი დამატებით 6 ფილიალი გაიხსნება. „ქართული კრედიტის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, გასულმა წელმა აჩვენა, რომ კომპანიის პროდუქტებზე განსაკუთრებით აგრო მიმართულებით მაღალი მოთხოვნაა რადგან აგრო პორტფელი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით,  ძირითადად საშუალო სესხებს 10-20 ათასი ლარის ფარგლებში გასცემენ.  2016 წლის წლის  ბოლოს კი „ქართული კრედიტი" პლასტიკური ბარათების გამოშვებას გეგმავს.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up