დისკუსია: დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – კერძო სექტორის წარმომადგენელთა თვალსაზრისი

დისკუსია: დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – კერძო სექტორის წარმომადგენელთა თვალსაზრისი

access_time2020-08-30 16:18:50

სექტორი-3 ჰაბი განვითარებისთვის“აგრძელებს პოდკასტების ციკლს დეზინფორმაციის საფრთხის, სოციალურ მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების შეკავების შესაძლებლობების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში სექტორ-3-ის მკვლევარი, სოციალური მედიის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისა და სწავლის გამოცდილება.

დისკუსიის მონაწილეები: ქეთი ივერი – Citibank -ის გლობალური ქცევის რისკების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი, აშშ;

რატი კვანტალიანი – საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, Doha Institute for Graduate Studies კურსდამთავრებული, ყატარი;

ნუგო აბულაძე – საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ვიცე-პრეზიდენტი Coventry University-ს კურსდამთავრებული, დიდი ბრიტანეთი ;

თამუნა მეტრეველი – საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის დიზაინერი, ესპანეთი;


ლევან კეცხოველი – ციფრული სააგენტო „რედბერის“ მმართველი პარტნიორი, საქართველო.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი „ფეიქ-ნიუსების“ პრობლემას აწყდებიან თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, ისევე როგორც სოციალურ ურთიერთობებში. ხაზი გაესვა, ამ მხრივ, იმ თავისებურებებს, რაც ახასიათებს აშშ-ს, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების თუ საქართველოს სოციალურ სივრცეს და სამართლებრივ სფეროს.

ქეთი ივერმა და თამუნა მეტრეველმა ისაუბრეს კოვიდ-19- თან დაკავშირებული „ფეიქ ნიუსების“ გავრცელების  შემთხვევებზე აშშს-სა და ესპანეთში. აღინიშნა, რომ  „ფეიქ-ნიუსები“ აქტუალურია არა მარტო სოციალური ურთიერთობების სფეროში, არამედ ხელისშემშლელია პროფესიულ საქმიანობაშიც, იქნება ეს საინვესტიციო საქმე თუ საერთაშორისო ურთიერთობები. ნუგო აბულაძემ ისაუბრა სპორტის სფეროში გავრცელებული „ფეიქ-ნიუსების“ შესახებ, რომელთა მიზანი ხშირ შემთხვევაში პროდუქტის უკეთ გაყიდვა და ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.                   დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს რუსეთიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის წარმოადგენს საფრთხეს. რატი კვანტალიანის აზრით, საქართველო, ამ მხრივ, განსაკუთრებული რისკის ზონაშია. „რუსეთი საქართველოს მიმართ აქტიურია არა მარტო რბილი ძალის, არამედ ხისტი ძალის გამოყენებაშიც“. შესაბამისად,  საქართველოს საზოგადოებას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კრიტიკული ანალიზის უნარების გამომუშავებას, მედიაწიგნიერებას.

ლევან კეცხოველმა აღინიშნა, რომ „ინტერნეტის, სოციალური მედიის რეგულირება ძალიან სახიფათოა ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამიტომ  ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მეტად სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება, ბევრი სწავლება, ინფორმაციის მიწოდება. არ უნდა დაგვეზაროს, როდესაც ვხედავთ კომენტარს, რომელიც აზიანებს, აბინძურებს გარემოს, ვუპასუხოთ, არ უნდა დაგვეზაროს ჩვენი აზრის დაფიქსირება და მეტად პროაქტიურები უნდა ვიყოთ  ამ პრობლემის გადაჭრაში“.

შეჯამებისას ნინი შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ „მსგავსი ტიპის დისკუსია არის ძალიან ღირებული ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის. ამ პროცესში ყველანაირი ჯგუფი უნდა ჩაერთოს. მედიაწიგნიერება ესაჭიროება არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ის არის აუცილებელი 21-ე საუკუნის ციფრული მოქალაქეებისთვის“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up