დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანაკლიის პორტში

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანაკლიის პორტში

access_time2018-10-31 12:59:26



ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოში მოქმედმა ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, იაპონიის, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვის მასშტაბური სამუშოები მოინახულეს.



თიბისი ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩებს ანაკლიის პორტში პროექტის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და პორტის მენეჯმენტმა უმასპინძლეს. სამუშაოებისა და მსოფლიოში უდიდესი დამაღრმავებელი გემის „ათენას“ მონახულების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.



იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა: „პირველად ვარ ანაკლიაში და ბედნიერი ვარ, რომ დეტალრუად შევიტყვე ამ უნიკალური და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვს და მათ შორის იაპონიისთვის. მჯერა, რომ ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში“.




ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, იოჰანეს დოუმა: „ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე მეხუთედ ვარ და ძალიან შთამბეჭდავია ეს პროგრესი რაც პორტის მშენებლობამ გაიარა. დღეს ამაყი ვარ, რადგან ეს [„ვან ოორდის“ გემი „ათენა“] ჩვენი გემია. მიხარია, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებ, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება. სამომავლოდ კი ჩვენმა ქვეყანამ ანაკლიის პორტისგან სარგებელიც უნდა მიიღოს - ჩვენ ყველაზე დიდი პორტი გვაქვს და ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები ვიქნებით. ასევე, ერთად ვიმუშავებთ ლოგისტიკის განვითარებისთვის“.


რუმინეთის ელჩი საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბა: „ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და უკვე მეორედ ვსტუმრობ ახალი პორტის მშენებლობის პროცესს. ძალიან საინტერსოა მისი განვითარება, ის ტექნოლოგიები, რასაც მისთვის იყენებენ და პროექტის კონცეფცია. მიხარია, რომ საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში ამუშავდება“.


“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი,: „მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ანაკლიის პორტის მიმართ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ელჩებთან, მათ დაათვალიერეს მშენებლობის პროგრესი და მიმდინარეობა, ეწვივნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაღრმავებელი გემს რომელიც ჩვენთან მუშაობს“.



ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.



რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი, რომელთა ჯამური სიგრძე 2 436 510 მეტრს შეადგენს.



ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.






საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება
access_time2019-03-20 23:27:24
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში”...

ყაზახეთში ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო

ყაზახეთში  ოპერაცია „მემკვიდრე“ დაიწყო
access_time2019-03-20 20:30:32
ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომასთან დაკავშირებით ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ. ეს თემა აქტუალური განსაკუთრებით  2019 წლის თებერვალში გახდა, როდესაც მან საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტის ნებაყოფლობითი გადადგომის პროცედურის განმარტებასთან დაკავშირებით მიმართა. პროცესი კი  ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო - ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც ყაზახეთში მიღებულ იქნა კანონი ეროვნული ლიდერის - ელბასის - თაობაზე,...

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია

სპა-კურორტების განსავითარებლად საქართველოში ყველანაირი ბუნებრივი პირობაა და ამის არგამოყენება დიდი დანაშაულია
access_time2019-03-20 18:30:00
საქართველოს მასშტაბით 2000-ამდე მინერალური და სამკურნალო წყლის რესურსი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. წყალტუბო, შოვი, ახტალა, აბასთუმანი, ურეკი - ეს ის კურორტებია, რომლებიც სპა-ტურიზმის განვითარებისთვის მთავარი რესურსია, თუმცა როგორც  „საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, ეს მიმართულება ქვეყანაში ძალიან ნაკლებად არის...

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი

Instagram-ის ახალი ფუნქცია - ნივთების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი
access_time2019-03-19 19:30:55
Instagram-ი შოპინგის მოყვარულთ სიახლეს სთავაზობს - სოციალური პლატფორმა მომხმარებელს პროდუქტების შეძენისა და შეკვეთების განხორციელების საშუალებას აძლევს. ფუნქცია ყველაზე ადრე აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი 20 ცნობილი ბრენდისთვის, მათ შორისაა H&M, Kyle cosmetics, Nike, Warby Parker და Zara. კომპანიის განცხადებით, სხვა ბრებდების დამატება უახლოეს თვეებში იგეგმება. „ Instagram-ი არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარ თავს მეტი...

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია

ანა დოლიძე: საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ნელ-ნელა მოხდება საქართველოს უზბეკიზაცია
access_time2019-03-20 19:30:00
„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა, რა მოუვიდა სასამართლო ხელისუფლებას, სანამ ეს არ გახდა პოლიტიკურად მოგებიანი, მაგრამ სასამართლო სისტემასთან ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. გამორიცხულია, არ გავჩერდებით და ეს არ იქნება ხავერდოვანი პროცესი. პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ, რათა სასამართლოში არ დაინიშნონ კლანის წევრები“, — აცხადებს იუსტიციის უმაღლესი...


მსგავსი სიახლეები

up