დიპლომატიური ბლოკადა რუსეთის წინააღმდეგ - 17 ქვეყნიდან დიპლომატებს აძევებენ

დიპლომატიური ბლოკადა რუსეთის წინააღმდეგ - 17 ქვეყნიდან დიპლომატებს აძევებენ

access_time2018-03-26 17:46:54

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს აძევებს და სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს ხურავს, - ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.
„ეს არის სოლიდარობა დიდი ბრიტანეთისმთავრობის მიმართ, რომელიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს,- აცხადებენ თეთრ სახლში.

 

შეერთებული შტატების მსგავსად რუსი დიპლომატების გაძევება გადაწყვიტა ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ, - განაცხადა დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალ ტუსკმა.

 

ჯერ კიდევ გასულ კვირას, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის სერგეი სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. დონალდ ტუსკმა ევროპელი ლიდერები ეს პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა.


 

ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუს დიპლომატებს გააძევებენ, არიან -გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია. ცნობისთვის, უკრაინაც გაუშვებს ქვეყნიდან 14 დიპლომატს.

 

რუსეთს დატოვებს ევროკავშირის ელჩიც დატოვებს.

 

დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ღიად ადანაშაულებს, ქვეყნიდან უკვე გააძევა 23 რუსი დიპლომატი.



MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up