“თუ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების შედეგები, სწორედ აქ დამთავრდება ხელისუფლების ბედისწერა“ - ანა დოლიძე პომპეოს განცხადებას აფასებს

“თუ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების შედეგები, სწორედ აქ დამთავრდება ხელისუფლების ბედისწერა“ - ანა დოლიძე პომპეოს განცხადებას აფასებს

access_time2019-06-12 18:00:53

„ეს იყო ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული უსერიოზულესი განცხადება.  პომპეოს სიტყვები ლოგიკური გაგრძელებაა იმ მთელი წყება განცხადებებისა, რომელსაც აქ, ადგილზე აკეთებდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კონკრეტულად სასამართლოსთან მიმართებაში. დიპლომატიის ენაზე ეს ნიშნავს, რომ სფეროები, რომელიც მან გამოყო არის მგრძნობიარე, არის მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ აშშ-სგან და ელოდება ხელშესახებ გაუმჯობესებას,“ - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.



ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არჩევნების სისტემაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ ყურადღების გამახვილება ნიშნავს იმას,  რომ მისი შედეგების ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშნები არსებობს ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში და სისტემის დაურეგულირებლობის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე დაემუქრება როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს პერსპექტივებს.



„რაც შეეხება არჩევნებს, ყველაფერი დამოკიდებულია დარღევევბის ხარისხზე. აშშ-სა და ევროკავშირს ძალიან ხელშესახები ინფორმაცია აქვთ, თუ როგორ ტარდება აქ არჩევნები, რა ზეწოლით, შანტაჟით და დაშინებით. უნდა გამოვყო ბოლო არჩევნები, რომელიც ნამდვილი ფსკერი იყო  - სადაც არის სერიოზული კონკურენცია, სწორედ იქ ვლინდება ხელისუფლების მხრიდან ათასი უკანონო ბერკეტის გამოყენება.  ყველა არჩევნების შემდეგ ეს ინფორმაცია გროვდობა  და სახელმწიფო მდივნის განცხადება მიანიშნებს იმას, რომ ეს ინფორმაცია არ რჩება მხოლოდ ოლქებში და უბანზე.  პომპეოს სიტყვები მიუთითებს იმასაც, რომ არჩევნებიც არის მგრძნობიარე სფერო და აშშ -ში განსაკუთრებით მოითხოვენ, რომ ლეგიტიმურად ტარდებოდეს  იგი.  ამ საკითხს აღნიშვნა დასჭირდა იმიტომ, რომ არსებობს კითხვის ნიშნები.




ჩვენ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ვიღებთ უდიდეს პოლიტიკურ — ეკონომიკურ დახმარებას აშშ-დან, არა როგორც რომელიმე სხვა სახელმწიფო, როგორი პარტნიორებიც ჰყავს მას ცენტრალურ აზიაში, რომლებიც არ გამოირჩევიან დემოკრატიით, არამედ კონკრეტულად, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. უარყოფითი შეფასებების შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ამოვალთ ამ ყუთიდან და გადავჯდებით სხვა ყუთში,  ევროკავშირისა და ნატოს პერსპექტივებს დაემუქრება სერიოზული საფრთხე,  იმიტომ რომ ეს არის ელემენტარულად სხვა ტიპის სახელმწიფოების კლუბი.


აშშ ყოველწლიურად მილიონობით დოლარს დებს სასამართლო ხელისუფლების განვითარებაში, მაგრამ აქ რეფორმები ფასადურად მიმდინარეობს, ამიტომ  თუ მათ არ ვაჩვენეთ რეალური რეფორმა, ეს მილიონობით დოლარი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს განცხადება იმიტომ გაკეთდა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ  ის რეფორმა, რომელიც ე.წ.  სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს არის სასაცილო.  თუ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების შედეგები, სწორედ აქ დამთავრდება ხელისუფლების ბედისწერა. ამიტომ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება მათთვის და მნიშვნელოვანი პარტნიორების კეთილგანწყობის შენარჩუნება ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან მნშვნელოვანია,“ - აცხადებს ანა დოლიძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში.  



„დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაადასტუროს, რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. პრემიერ-მინისტრთან აგრეთვე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ“ - განაცხადა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.



მარიამ მორგოშია





გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით

გიორგი გახარია - თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით
access_time2019-06-20 22:49:10
როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა. „ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელწმიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ...

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დაპირისპირებისას არიან დაშავებულები როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების მხრიდან
access_time2019-06-20 22:20:57
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შორის დაპირისპირებისას არიან დაშავებულები. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. IPN

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი

გიორგი გახარია რუსთაველზე მივიდა - ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი
access_time2019-06-20 22:09:04
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. შეიძლება იმ ხალხს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან შეიძლება აქვთ სამართლიანი პროტესტი, მაგრამ მათ მოვუწოდებ დაემორჩილონ პოლიციას, რადგან ეს არის სახელისუფლებო ინსტიტუტზე შტურმი. მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა — შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის...

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ

აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ
access_time2019-06-20 21:52:01
აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. 

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" წასვლას მოითხოვენ

“არ დავიღლებით და ბოლომდე ჩვენი კანონით და კონსტიტუციით დედას ვუტირებთ“ - აქციაზე ხელისუფლებიდან
access_time2019-06-20 20:58:56
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას. აქციაში მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და...


მსგავსი სიახლეები

up