„დიო“-მ ადაპტირება და გამოწვევის ღირსეული გამკლავება შეძლო

„დიო“-მ ადაპტირება და გამოწვევის ღირსეული გამკლავება შეძლო

access_time2020-05-29 13:09:29

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნეს სუბიექტებს ოპერირება განსაკუთრებულ რეჟიმში მოუწია. კომპანია „დიო“-მ მენეჯმენტის ოპერატიული გადაწყვეტილებებით (შეიქმნა ოპერატიული შტაბი აღმასრულებელი დირექტორის თამაზ დაუშვილის ხელმძღვანელობით) შეძლო გამკლავებოდა სირთულეს , და უფრო მეტიც მომხმარებელს ახალი პროდუქტებიც შესთავაზა, (ინიციატორი და იდეის ავტორი გენერალური დირექტორი-ირმა დაუშვილია) როგორებიცაა: ავტომობილების სალონში სივრცის გამყოფი გამჭვირვალე ტიხარი, ულტრაგამჭვირვალე ფირის ტიხარი - ოფისებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისათვის, ორგმინის ტიხარი და მინის ტიხარი, რომლებიც მნიშვნელოვნად აუცილებელია ყველა ტიპის სამუშაო სივრცეში იქნება ეს ბანკები, აფთიაქები, სალაროები თუ ოფისები, რათა ინფიცირების რისკი შემცირდეს.


დიო-ს ოპერატიულმა შტაბმა მყისიერად მოახდინა რეაგირება საგანგებო რეგულაციებზე, ჩატარდა შიდა შეხვედრები, გადანაწილდა მოვალეობები და სათანადო სამოქმედო გეგმა განისაზღვრა. კომპანიის პერსონალს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი. რეგულარულად ტარდება საოფისე, საწარმოო, სასაწყობო სივრცეებისა და კუთვნილი ავტო-ტრანსპორტის დეზინფექცია. შენობის შიდა სივრცეში განთავსდა საინფორმაციო შინაარსის პოსტერები, სადეზინფექციო დოზატორები, ხსნარები. ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველა აუცილებელი მოთხოვნა მკაცრად იქნა შემუშავებული და დაცული. სრულ ტერიტორიაზე განისაზღვრა 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის სავალდებულო დაცვა. თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ამზომველი სპეციალისტები და სამონტაჟო ჯგუფის წევრები მომხმარებლებს სპეციალური ეკიპირებითა და უსაფრთხოების უკლებლივ ყველა ნორმის გათვალისწინებით ემსახურებიან. კომპანიაში ფუნქციონირებს ქმედითი მონიტორინგის სისტემა ზემოთ აღნიშნული პროცესების მუდმივი კონტროლის წარმოებისთვის.


„უსაფრთხო სამუშაო გარემო, თანამშრომლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მომხმარებლისათვის საიმედო და უსაფრთხო მომსახურება, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს გამართული, კვალიფიციური და წარმატებული საქმიანობა! „ - აღნიშნავს კომპანია „დიო-ს მენეჯმენტი.


„დიო“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უპირობოდ ლიდერი კომპანიაა, უმაღლესი ხარისხი და მუდმივად მომხმარებლებზე ზრუნვა - ეს არის კომპანიის განაცხადი, ბაზარზე კი ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. ამავდროულად კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია, რაზეც ბევრი ფაქტორი მიუთითებს.



(R)


თეგები:
დიო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up