„დიო“ დისტანციურად აგრძელებს მუშაობას

„დიო“ დისტანციურად აგრძელებს მუშაობას

access_time2020-12-03 13:01:49

28 ნოემბრის ახალი რეგულაციების ამოქმედებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით  საწარმოები არ წყვეტენ მუშაობას და ,,დიო’’ ონლაინ მომსახურების რეჟიმზე გადავიდა, რათა მომხმარებელს პროდუქციის დისტანციურად შეძენა შესთავაზოს.

   „ გვინდა ყველას, ვისაც რემონტი დაწყებული აქვს დაბეჯითებით ვუთხრათ, რომ ჩვენი კომპანია მათ გვერდით არის მთელი შემართებით. მზად ვართ მოვემსახუროთ დათქმულ ვადებში და განვახორციელოთ ჩვენი პროდუქტების ხარისხიანი დამზადება / ინსტალაცია.

მუშაობას არ ვწყვეტთ და მომხმარებელთა მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობთ, შესაბამისად დამკვეთს, მარტივად აქვს შესაძლებლობა:

  • „დიო“-ს ვებ გვერდზე:  http://dio.ge/georgian/order  70-მდე დასახელების პროდუქციდან მისთვის სასურველი შეარჩიოს, 
  • კომპანიის ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდეს 2 36 11 12 ,
  • მოგვწეროს სოციალურ ქსელებში და ონლაინ გამოძახებით ისარგებლოს.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ, როგორც ამზომველ სპეციალისტებს, ისე სამონტაჟო ჯგუფს შესაბამისი ეკიპირებით; უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად ვიცავთ!

  ჩვენი უპირველესი მოვალეობაა გარემოების სწრაფი შეფასება, საპასუხოდ შესაბამისი ქმედებების განხორციელებაა, რაც მომხმარებელებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს!“ აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

  საგულისხმოა, რომ „დიო“-მ სიტუაციასთან გამკლავება, ადაპტირება და მუშაობის გაგრძელება რეგულაციების შესაბამისად ჯერ კიდევ მარტიდან წარმატებით შეძლო, გარდა ამისა 25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვირუსის პრევენციის მიზნით შეიმუშავა და შესთავაზა მომხმარებელს ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: მინის ტიხარი,   ავტომობილის სალონის ტიხარი,  PVC ულტრაგამჭვირვალე ფირი, მონოლითური პოლიკარბონატი.

  შეგახსენებთ,  „დიო“ -ში შეიქმნა ოპერატიული შტაბი, აღმასრულებელი დირექტორის - თამაზ დაუშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მყისიერი გადაწყვეტილებებით მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელთა და თანამშრომელთა საჭიროებებზე მიმართული ქმედებების განხორციელებას.


  „დიო“ მყარად ითვალისწინებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ვირუსის პრევენციის მიზნით კომპანიის აქტივობები სრულად შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკლებლივ ყველა რეკომენდაციას!

 

,,დიო’’ - ბრენდი რომელსაც 25 წელია ენდობით!

 

#დიო#ერთადშევძლებთ

#გავუფრთხილდეთერთმანეთს  


(R)


თეგები:
დიო



450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...

„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...


მსგავსი სიახლეები

up