„დიო“ 20 წლის იუბილის პომპეზურად აღნიშვნაზე უარს ამბობს – ამ თანხით კომპანია ბავშვთა ჰოსპისს დაეხმარება

„დიო“ 20 წლის იუბილის პომპეზურად აღნიშვნაზე უარს ამბობს – ამ თანხით კომპანია ბავშვთა ჰოსპისს დაეხმარება

access_time2016-03-31 12:38:03

„დიო“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ იუბილესთან დაკავშირებით ბიზნესის წარმატების მაჩვენებლების გარდა, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ჩატარებული აქტივობების შედეგებსაც აჯამებს.


კერძოდ, კომპანია ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებით გამოირჩევა.

 

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. 


პალიატიური მზრუნველობის დანერგვა საქართველოში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით და დახმარებით 1999 წელს დაიწყო. 2015  წლის ოქტომბერში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო. 

 

"ბავშვთა ჰოსპისი" იქნება პირველი სახლი (და არა  საავადმყოფო) საქართველოში, სადაც ქრონიკული და უკურნებელი დაავადების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ  პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ. 


 

დონორები და თანხის მოძიება ჰოსპისის ასაშენებლად ბავშვთა ჰოსპისის პროექტზე მუშაობის პროცესში უპრეცედენტო თანამშრომლობა შედგა კერძო, საჯარო სექტორს, არასამთავრობო სექტორს და მოქალაქეებს შორის. ამ პროექტმა ყველა ეს მხარე გააერთიანა და კერძო კომპანიებმა გამოიჩინეს სამაგალითო სოციალური პასუხისმგებლობა. ამის ერთ-ერთი მაგალითი კომპანია დიოა, რომელსაც წელს 20 წლის იუბილე უსრულდება და იუბილეს პომპეზურად აღნიშვნის ნაცვლად გადაწყვიტა, ბავშვთა ჰოსპისის შენობა სრულად აღჭურვოს კარ-ფანრჯით. ეს დაახლოებით 60 000-მდე ღირებულების დახმარებაა.

 

„დიოს“ შესახებ 


კომპანია დაარსდა 1996 წელს.

 

20 წელია კომპანია „დიო“ არის ლიდერი საქართველოს ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. „დიო“ ცდილობს ყოველ სეზონზე სიახლე შესთავაზოს მომხმარებელს და მრავლფეროვანი და საინტერესო გახადოს პროდუქცია.


"დიოს" ჰყავს თავისი წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. აქვს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილი ახალი საწარმო, რაც საშუალებას იძლევა უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალისაგან ადგილზევე დამზადდეს "დიოს"  პროდუცია. სწორედ ეს განაპირობებს ფასის სტაბილურობასა და მაღალ ხარისხს. 


კომპანიაში დასაქმებულია 100-მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. მომხმარებელზე ზრუნვის, არსებული პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, 2004 წლიდან შპს "დიომ" დაიწყო ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2011 წლიდან კომპანია დიოს" მიენიჭა ქართული ხარისხის ნიშანი. 





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up