Dinner in the sky - 70-მდე ქვეყანაში განვაახლეთ მუშაობა, აქ ჯერ ვერ მოვახერხეთ

Dinner in the sky - 70-მდე ქვეყანაში განვაახლეთ მუშაობა, აქ ჯერ ვერ მოვახერხეთ

access_time2020-10-07 14:15:03

ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე  „ვახშამი ცაში” რამდენიმე თვეა დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, ფრანჩიზული რესტორანი გახსნილია იტალიაშიც, ბელგიაში, ბრაზილიასა და თითქმის ყველა ქვეყანაში, მიუხედავად ეპიდსიტუაციის სიმძიმისა.  

 

„ჩვენ რამდენიმე თვეა დავხურეთ რესტორანი და არც გაგვიხსნია წელს, თუმცა სექტემბერში ვაპირებდით მუშაობის განახლებას,  მაგრამ covid 19-ის შემდეგი ტალღა დაიწყო და ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ. დაინტერესება ადგილობრივების, თუ საქართველოში მცხოვრები უცხოელების მხრიდან დღემდე ძალიან დიდია, ისინი გველოდებიან როდის გაიხსნება ჩვენი ატრაქცია. პანდემიის გამო, ველოდებოდით მთავრობის გადაწყვეტილებას,  რესტორნების გახსნის ნებართვაზე, შემდეგ მეორე ტალღამ გამოიწვია ის, რომ შეკრებები და ღონისძიებები აიკრძალა საქართველოში. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დისტანციაა. ყველა რეგულაციას ვაკმაყოფილებდით, თუმცა ჩვენს რესტორანში 22 ადგილია და მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებული, შესაბამისად ადამიანების რაოდენობის შემცირება ჩვენც ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. საკმაოდ რთულია ბიზნესისთვის მსგავს შეღავათზე წასვლა, ჩვენ სრულად დატვირთული მაგიდა გვჭირდება.


Dinner in the sky არაერთ ქვეყანაში უკვე გაიხსნა პანდემიის მიუხედავად - ბელგიაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, მათ შორის იტალიაში. თუმცა, საართველოში სამწუხაროდ გაჩერებულბი ვართ. იტალიაშიც კი ერთერთი პირველები ვიყავით, სადაც ეს ბიზნესი ამუშავდა,“ - განმარტავს Dinner In The sky-ს წარმომადგენელი.



როგორც ჩანს, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ბელგიური კომპანიის სათავო ოფისში ქართული ფრანჩიზის შენარჩუნებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ, რაგან რესტორანი ძალიან დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს.


„2020 წელი ყველასთვის მძიმე იყო, ვფიქრობთ საზღვრები გაიხსნება, ტურისტები დაბრუნდებიან და უფრო მეტად პოპულარული იქნება ჩვენი რესტორანი.  იმდენად დიდი ინტერესია ხალხისგან ჩვენს მიმართ, რომ ბაზრის დატოვების სურვილი არ გვაქვს. ისნი ნომრებს გვიტოვებენ და გვლოდებიან, როდის გავიხსნებით. ნამდვილად ვრჩებით საქართველოში,“ - ამბობს “კომერსანტთან“ Dinner in the sky-ს წარმომადგენელი.


ტურისტული ატრაქცია - Dinner in the Sky მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან სადილობენ.


მარიამ მორგოშია



თეგები:
dinner in the sky



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up