დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის რეაბილიტაციაზე  848 271 ლარი დაიხარჯა

დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 848 271 ლარი დაიხარჯა

access_time2022-05-21 16:35:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის  განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს  მუზეუმის გიდმა კლარა გელაშვილმა უმასპინძლა და მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალა.

როგორც კლარა გელაშვილმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, მომზადდა ნაგებობის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მუზეუმის განახლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ძირითადი შენობის სრულ რეაბილიტაციას.

როგორც მუზეუმის დირექტორმა, რევაზ ნოზაძემ განაცხადა, მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით განხორციელდა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების დაფინანსებას. 

 
მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 848 271 ლარს შეადგენს. თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up