დიმიტრი ხუნდაძე - უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა

დიმიტრი ხუნდაძე - უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა

access_time2019-12-07 18:30:28

უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა,  -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ე.წ. ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მოსაზრება არ იცვლება, ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა ეს ჩვენი ინიციატივა, მათ ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ განიხილონ საკითხი და მოგვცენ ფორმები, რითიც შევძლებთ, რომ გავიდეთ ხალხში და დავიწყოთ სავალდებულო 200 000 ხელმოწერის შეგროვება. ჩვენი მიზანი არის ორი, ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს იმდაგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც მისცემს გარანტიას, შემდგომ მისი პოლიტიკური ცხოვრება იქნება სტაბილური და არა რყევადი. ასევე ის, რომ ხალხი იყოს წყარო ხელისუფლების და თითოეულ რეგიონს ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა ის, რომ პარტიები, რომელიც ზოგიერთი საოჯახო ბიზნესად არის ქცეული, ამოეფარონ მათ. პარლამენტი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადამიანებით, რომლებსაც პირდაპირ და უჭირს ხალხი მხარს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, გუნდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და ვიდრე ეს შეცდომა რეალურ ნეგატიურ შედეგს მოიტანს, უნდა გამოსწორდეს.


„მე არ ვუპირისპირდები ბიძინა ივანიშვილს, არ ვუპირისპირდები საკუთარ გუნდს, მაგრამ საკუთარი გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ვერ ითავისებს პასუხისმგებლობას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ, მათ მოვუწოდებ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწორონ დაშვებული შეცდომა. ხალხის ხმა იქნება ძირითადი ბერკეტი იმისა, რომ უმრავლესობამ გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნა უმრავლესობა არ დაიშლება, მაგრამ შევეცდები უმრავლესობა ჩავაყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ გაითვალისწინონ ხალხის მოთხოვნა, აიღონ პასუხისმგებლობა და გამოასწოროს საკუთარი შეცდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდად საპასუხისმგებლო საკითხი, მაგრამ ეს გუნდის ერთიანობას არ ეხება, აქ რაც არის უთანხმოება კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი საკანონმდებლო ინიციატივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აიღოს პასუხისმგებლობა ყველამ და უპირველესად მმართველი გუნდის წევრებმა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


1 არხი




რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება
access_time2020-08-03 10:10:23
...

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...


მსგავსი სიახლეები

up