დიმიტრი ხუნდაძე - უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და  მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას

დიმიტრი ხუნდაძე - უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას

access_time2019-11-13 21:08:10

„ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპიურ აღმოსავლურ დესპოტიად და ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანისგან მისი ფორმალური დეკლარაციაღა იყო დარჩენილი - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.


მისი თქმით, 7 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად თავისუფლების სასარგებლოდ ისტორიული არჩევანი გააკეთა, უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოტაცა ხელიდან (ნაციონალურ მოძრაობას) მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დაადგა ევროინტეგრაციის გზას.


„7 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ქართველ ხალხთან ერთად ისტორიული არჩევანი გააკეთა თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს. სწორედ იმ დღეებში განაცხადა ჩვენმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა: „ეს არის ყველაზე ცუდი ხელისუფლება რაც ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ჩვენ მათ არ გავრიყავთ; ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა.“



ჩვენ არ გავრიყეთ ისინი, ვის ხელშიც ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა ტიპიურ აღმოსავლურ დესპოტიად და ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანისგან მისი ფორმალური დეკლარაციაღა იყო დარჩენილი; ვის მიერაც მონოპოლიზირებული მედიის, დატერორებული ბიზნესის, ნატანჯი პატიმრებით გადავსებული ციხეების და განადგურებული ან ნაყიდი ოპოზიციის პირობებში, დასავლეთს სულ უფრო უჭირდა ჩვენი მხარდაჭერა და სავარაუდოდ შეწყვეტდა კიდეც მას, უვადო მმართველობაგარანტირებული დიქტატორის ხელში, რომელსაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოვტაცეთ ხელიდან მიტაცებული ქვეყანა და მტკიცედ და განუხრელად დავადექით ევროინტეგრაციის გზას, რაც გამოიხატა ნატოს ასპირანტ წევრობაში, ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესებაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში, თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვაში და დემოკრატიის, მედიის, მართლმსაჯულებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის რეიტინგებში ჩვენი პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაში - არასდროს საკუთარ ისტორიაში, საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


"კომერსანტი" 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up