საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, კომიტეტმა შრომის კოდექსის განხილვა დაიწყო, თუმცა ის დეტალურ განხილვას საჭიროებს, რაც დროის უკმარისობის გამო, დღეს ვერ მოესწრო.
ხუნდაძის თქმით, საჭიროა კომიტეტმა მოისმინოს, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებული მხარის პოზიციები, რათა ინტერესები დაბალანსებული იყოს.
„ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დავიწყეთ განხილვა შრომის კოდექსის, საკმაოდ მსხვილი და საინტერესო პაკეტია, თუმცა რა თქმა უნდა, ის საჭიროებს დეტალურად განხილვას. უნდა მოვისმინოთ, როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულთა მხარის პოზიციები, რათა იქნას ინტერესები დაბალანსებული და გადაწყვეტილება იქნას სწორად მიღებული. კომიტეტს არ ეყო ის დრო, რაც იყო მისთვის გამოყოფილი ერთ საკომიტეტო მოსმენაზე, ამიტომ დღეს ჩვენ ის ვერ დავასრულეთ, მის განხილვას გავაგრძელებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც უკვე სასესიო განხილვაზე გამოგვაქვს კანონპროექტი“, - განაცხადა ხუნდაძემ.
Ipn.ge