საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა.
მისივე თქმით, კლინიკის დამსახურება კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ვფიქრობ, ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს. ეს მან კიდევ დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე. ის, რომ სიკვდილიანობა არის ყველაზე დაბალი საქართველოში სახელმწიფოთა შორის, არის დამსახურება მათ შორის ინფექციური საავადმყოფოსი. რაც შეეხება სხვადასხვა საავადმყოფოში ინფექციური განყოფილება უნდა იყოს თუ არა ასეთი ტიპის ცენტრალური კლინიკა, ვფიქრობ, სპეციალისტების აზრია გასათვალისწინებელი. როლი რომ შეუცვლელია და ამ ფორმით ის საკმაოდ პოზიტიურ როლს თამაშობს ინფექციური დაავადებების, საშიში ინფექციების გავრცელებისა და მითუ მეტეს „კოვიდ-19 თან“ ბრძოლის გზაზე, ფაქტია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.
1tv