დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე პროცესის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს

დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე პროცესის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს

access_time2020-09-22 19:37:58

თუ ადრე გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ გვქონდა და პირველი დღეების განმავლობაში უფრო ცუდის მოლოდინში ვიყავით, დღეს თუნდაც გაზრდილი ინფიცირების ფონზე პროცესის მართვა შეგვიძლია და ეს იმედისმომცემია. თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, რაც მოხდა აჭარაში და ამან მყისიერად მოგვცა ნეგატიური შედეგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.



„სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ეპიდგაუარესებულ ვითარებაში ცხოვრება და პანდემიის რეჟიმში ყოფნა. მსოფლიოშიც და ჩვენს სამეზობლოშიც ვითარება თანდათან იძაბება, მეზობელ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით რთული სიტუაციაა რუსეთში. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ საწყისი ფაზები, დავრჩით მწვანე ზონაში და ახლაც, თუ აჭარას არ გავითვალისწინებთ, კვლავ მწვანე ზონაში ვართ, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. კიდევ უფრო მაღალ ხარისხში მოგვიწევს ჯანმოსა და ადგილობრივი სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულება და ამ პროცესის მართვა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რეკომენდაციის სისწორე და დროულობა საკმარისი არაა. საზოგადოების დამყოლობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აჭარაშიც მდგომარეობა სწორედ იმიტომ გაუარესდა, რომ რეკომენდაციები არ იყო შესრულებული და მაღალი მობილობის პირობებში ეს მოსალოდნელიც იყო. გლობალურად ყველა სახელმწიფო ემზადებოდა შესაძლო მეორე ტალღისთვის და, შესაბამისად, ვემზადებოდით ჩვენც. გარდა იმისა, რომ აქამდე სხვებთან შედარებით გავრცელების ძალიან დაბალი ხარისხი და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, ეს დრო ჩვენ მოვიგეთ, რათა ჯანდაცვის სისტემა მოგვემზადებინა ამ შესაძლო მეორე ტალღისთვის. გარდა ამისა, ახლა მთელ მსოფლიოსაც და ჩვენც უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს კორონავირუსის შესახებ. თუ ადრე გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ გვქონდა და პირველი დღეების განმავლობაში უფრო ცუდის მოლოდინში ვიყავით, დღეს თუნდაც გაზრდილი ინფიცირების ფონზე პროცესის მართვა შეგვიძლია და ეს იმედისმომცემია. თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, რაც მოხდა აჭარაში და ამან მყისიერად მოგვცა ნეგატიური შედეგი. ვირუსს აქვს თავისი მახასიათებელი - იქ, სადაც მოსალოდნელ ხიფათს არ ითვალისწინებენ, ზიანი გაცილებით დიდია“, - განაცხადა ხუნდაძემ.



ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.




ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.



21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



imedinews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up