დიმიტრი ხუნდაძე - 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე 2 სამართალდამცავი თურქეთში არა დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდ გაემგზავრა

დიმიტრი ხუნდაძე - 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე 2 სამართალდამცავი თურქეთში არა დასასვენებლად, არამედ სამკურნალოდ გაემგზავრა

access_time2019-06-29 18:52:09

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, 20-21 ივნისს, აქციის დაშლისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეგავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ხუნდაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 6 ადამიანი განაგრძნობს მკურნალობს.

„სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი. მათ შორის 3 განაგრძობს მკურანლობას რეგიონალურ ჰოსპიტალში. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილები არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მოიხსნა მართვის სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისათვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურანლობა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია.

რაც შეეხება ორი სამართალდამცველის სტამბოლში დასასვენებლად წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ხუნდაძის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შსს-ს ორი წარმომადგენელი თურქეთში სამკურნალოდ წავიდა.


„გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ ერთ სამართალდამცველს დაზიანებული აქვს შუბლის ძვალი და აღენიშნება ჰემატომა, რის გამოც მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში, ჩაუტარდება რიგით მესამე ოპერაცია. ხოლო მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, აჩიბადენის ჰოსპიტალში“, - გაანცხადა ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არ ჰყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად და სამართალდამცველებად, პოლიცილებად და პოლიტიკოსებად. მისი თქმით, მათთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია.

IPN 

თეგები:
ხუნდაძე



„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up