დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გახსნა

access_time2016-10-03 13:45:13

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გახსნა. თბილისის შემდეგ ზუგდიდის ტექნოპარკი მეორეა, რომელიც საქართველოში ამოქმედდა. ის პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციის შენობაში განთავსდა. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ტექნოპარკის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ქაშიბაძემ.

 


„ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკის პრეზენტაციისას.

 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, პროგრესული წინსვლის საშუალება, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა. „ეს არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, იმაზე უფრო უახლესით, ვიდრე თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. 700კვ.მ. ფართის შენობა ნაგებობები დღეს მთლიანად არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეიდან ზუგდიდელებს და ყველას დასავლეთ საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომელიც თბილისის ტექნოპარკში გვაქვს. სივრცე არის გახსნილი, მომსახურებები არის აბსოლიტურად უფასო, შესაბამისად, მე მინდა, რომ მოვიდეს ყველა და ნახოს, თუ რამხელა სიკეთეა აქ დღეს და რა ცოდნის კარი გაიხსნა" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 


დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა - „სტარტაპები" პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და სწორედ მას ვუყრით საფუძველს დღეს ზუგდიდში" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 


ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

 


ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

 


ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს, როგორებიცაა FabLab-სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით და ა.შ.
ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად, კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკსა და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.

 


ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

 

 



ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი
access_time2022-01-19 15:00:00
საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ...


მსგავსი სიახლეები

up