დიმიტრი ქუმსიშვილმა სამტრედიაში „იმერეთი გრინერის" ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

დიმიტრი ქუმსიშვილმა სამტრედიაში „იმერეთი გრინერის" ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

access_time2016-05-31 20:47:54

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამტრედიაში შპს „იმერეთი გრინერის" ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. ვიცე-პრემიერთან ერთად სამტრედიაში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამტრედიაში „იმერეთი გრინერის" ახალი გაფართოებული პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მაღალტექნოლოგიური მინის 16,000 მ2 ფართობის სათბურის მშენებლობა დასრულდა და პირველი მოსავლისთვის ემზადება.


,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობების განვითარება. ეს სათბური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რისთვისაც, საბოლოო ჯამში, განხორციელდა 4.2 მლნ. ევროს ინვესტიცია. ჩვენ მივიღეთ 16 000 კვ, მ. ფართობის თანამედროვედ აღჭურვილი სათბური და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ წარმოებული პროდუქციის ფასი ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. ახალ სათბურს აქვს კიდევ ათასი ტონა პროდუქციის გამოშვების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო და საჯარო პარტნიორობის, კომპანიას აქვს სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებები, რაც წარმატებით სრულდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


„იმერეთი გრინერი" ჰოლანდიურ-ქართული საწარმოა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა. პროექტის პარტნიორია ჰოლანდიური კომპანია Food venture B.V , საპარტნიორო ფონდი, „თიბისი ჯგუფი" და Georgian Fresh holding B.V, რომელმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით „შპს იმერეთი გრინერი" დააფუძნა.
სათბურში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ მათი რიცხვი 50-მდე გაიზრდება.


,,იმერეთი გრინერის" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამ წარმატებით დაიწყო სალათის ფურცლის წარმოება ქართულ ბაზარზე და ახლა მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის ბოსტნეულს სთავაზობს. „იმერეთი გრინერი" აწარმოებს ჯანსაღ ქართულ პროდუქციას თანამედროვე ჰოლანდიური ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით.


ახალი 16,000 მ2 სათბური დაყოფილია სამ ბლოკად. თითოეული ბლოკს აქვს საკუთარი კონკრეტული კლიმატის კონტროლი, ვენტილაცია, გათბობა და სარწყავი სისტემა.



სათბური ყველაზე თანამედროვეა კავკასიაში - უახლესი ჰოლანდიური დიზაინით და იყენებს Philips LED განათების სისტემას, რაც მდგრადი და ეფექტურია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.


გათბობის წყაროდ კომპანია იყენებს გეოთერმულ წყლებს, წყაროს, რომელიც საკმარისია სასათბურე მეურნეობის სრულად უზრუნველსაყოფად. მეორადი სარწყავი წყალი გროვდება და იფილტრება UV სისტემის საშუალებით.


ეს ყველაფერი სათბურის ფუნქციონირებას ძალიან ეფექტურს ხდის, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ აწარმოოს მაღალი ხარისხის ბოსტნეული საქართველოსთვის და მომავალში ექსპორტზე გაიტანოს მეზობელ ქვეყნებში. გაფართოებული წარმოებით კომპანია პროდუქციის წარმადობას ხუთჯერ გაზრდის.

 

 

 



ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up