დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ გახსნა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ გახსნა

access_time2016-08-23 12:48:07

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ გახსნა, რომელიც „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მონაწილეობდა ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი.


თავის მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი ყურადღება დაუთმო სახელმწიფოს როლის განსაზღვრას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით.


„მოთხოვნის შექმნის ნაწილში ჩვენი სახელმწიფო ძალიან აქტიურია ბაზრების გახსნის მიმართულებით. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიწოდების სტიმულირება. ჩვენ დავიწყეთ არაერთი წარმატებული პროგრამა, რომელთა ამოცანასაც წარმოების წახალისება წარმოადგენს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც უკვე შექმნა 450 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო პოტენციალი და 7,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.



„ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ  ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი  დავით ჯიქია,  საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.



„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up