დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩიკაგოში გამართულ საინვესტიციო როუდ შოუში მიიღო მონაწილეობა

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩიკაგოში გამართულ საინვესტიციო როუდ შოუში მიიღო მონაწილეობა

access_time2016-04-28 11:08:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო როუდ შოუ მიმდინარეობს.

 

პირველი ქალაქი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პოტენციურ ინვესტორებთან მსგავსი სახის შეხვედრა გაიმართა, ჩიკაგოა.

 

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.


 

საინვესტიციო როუდ შოუს მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და ინიციატივების წარდგენაა.

 

,,ჩვენ შევხვდებით პორტფოლიო ინვესტორებს, რომლებიც, როგორც წესი, ფულს აბანდებენ სახაზინო ვალდებულებებსა და ევროობლიგაციებში, ასევე, აკეთებენ გრძელვადიან დაბანდებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტორებს ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მათგან მოზიდული სახსრები, როგორც წესი, არის ხოლმე ძალიან იაფი, გრძელვადიანი და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. დღეს მათ წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი - თუ სად, რომელ სექტორებში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად გვექნება უკვე წარმატებული შემთხვევები,- ‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ოფიციალური პირების გარდა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან წამყვანი ქართული კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების ინდივიდუალური შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.

 

როუდ შოუს დაგეგმვა საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის „CitiGroup“-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „J.P. Morgan“-ის მხარდაჭერით მოხდა. ანალოგიური შეხვედრები ჩიკაგოს შემდეგ ბოსტონსა და ნიუ-იორკშიც გაიმართება.



უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up