დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

access_time2017-11-09 16:47:34

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო გადაწყვეტილებებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ "კომერსანტს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. 

 

„შეხვედრას ასოციაციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დაესწრო. აღინიშნა, რომ ბიზნესი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს პროგნოზებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ. ასევე დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან რეგულარულად ტარდება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2018 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და საგადასახადო კანონმდებლობაზე, აგრეთვე მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ამჟამად იხილება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესის გაერთიანებას წარმოადგენს“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციასში.

 

 


 

 

 

 

 




2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...


მსგავსი სიახლეები

up