დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის წლიური შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

დიმიტრი ქუმსიშვილმა AIIB-ის წლიური შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

access_time2017-06-16 13:20:07

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც სამხრეთ კორეაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, მოხსენება გააკეთა ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე.

 

როგორც "კომერსანტს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ბანკი ორიენტირებულია წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობასა და საფინანსო სფეროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა პირველ 20 პროექტს შორის საქართველოში მიმდინარე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტიც შეიტანა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ერთ-ერთი უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანზიტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ოდითგან იყო დიდი აბრეშუმის გზის მონაწილე სახელმწიფო, დღეს აქტიურად მონაწილეობს ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა".

 

 

საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ გეგმის თანახმად იდგმება. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი აქცენტი გააკეთა სივრცითი განვითარების რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის საბაზო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, აგრეთვე აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ - სამხრეთის სავაჭრო დერეფნების განვითარებას. აღნიშნული გეგმის მიზანია, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის სრული გამოყენება, აგრეთვე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.


 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა აგრეთვე ისაუბრა ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიზანსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც დადებითად უნდა აისახოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებაში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულმა რეფორმამ სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას.

 

 

გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს სავაჭრო პრეფერენციებზე სხვადასხვა ქვეყანასთან და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების პოზიტიურ რეიტინგებზე.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, 17 ივნისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის რანგში ერთ-ერთ სესიას უხელმძღვანელებს. მოგვიანებით კი, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

 

 

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

 




საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up