დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო

დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო

access_time2017-04-10 10:37:44


პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო, რომელიცსაქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმამიიღო დეტალური ინფორმაცია თუ რა საშუალებები არსებობს ყაზბეგში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის ეფექტურად გამოვლენისა და ქვეყანაში უსაფრთხო პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან დაცვის მიზნით.

 

აღინიშნა, რომ ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი უზრუნველყოფილია კინოლოგიური მომსახურებით, აღჭურვილია მაღალი დონის სტანდარტების სპეციალური ტექნიკური და ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის აუცილებელი საშუალებებით. გარდა ამისა, ყაზბეგში ფუნქციონირებს რადიაციის დეტექტორები და პეიჯერები, ნარკოდეტექტორი და მეტალოდეტექტორი, სიმკვრივის საზომი და სხვ.

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, გაეცნო როგორც სატვირთო ავტომანქანების რენტგენო სკანერის, ასევე ბარგის, ხელბარგისა და სხეულის სკანერების მუშაობას.

 

ყოველწლიურად ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან იზრდება როგორც მგზავრთა რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. 2016 წელს ყაზბეგში 2,6 მლნ-ზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია.

 

პირველ ვიცე-პრემიერს თან ახლდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე.

 

 



Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე
access_time2020-04-07 10:00:59
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას...


მსგავსი სიახლეები

up