დიმიტრი ქუმსიშვილი: „შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის

დიმიტრი ქუმსიშვილი: „შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის"

access_time2018-01-17 18:29:47

შანხაის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენის „China International Import Expo"-ს შესახებ, რომელიც 5-10 ნოემბერს გაიმართება.

 

 

შანხაის გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით შედეგიანი იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ, რომელიც 2018 წლიდან შევიდა ძალაში. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ 150,000 ჩინელი და უცხოელი პროფესიონალი შემყიდველები.

 

 


შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გამართვის ინიციატივით 2017 წლის მაისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფორუმზე გამოვიდა. გამოფენა წელს პირველად ჩატარდება და ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენის ოფიციალური მასპინძლები არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო და ქ. შანხაის მუნიციპალიტეტის სახალხო მთავრობა. აღნიშნული გამოფენის მხარდაჭერები არიან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია.

 

 

 

 

 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up