დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

access_time2018-03-26 12:28:20

26 მარტს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. 

 

როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი ისრაელური კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ისინი წარმოადგენენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა საფინანსო, ინოვაციური ტექნოლოგიები, მობილური კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მრგვალი მაგისი მსვლელობისას, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელური ბიზნესის წინაშე გააკეთებს მოხსენება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენთან.

 


ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქალაქ იეჰუდაში კომპანია "ELBIT"-ის ხელმძღვანელ პირებთან, რომლის დროსაც ასევე მოეწყობა აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, აგრეთვე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.

 

 

 



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up