დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა

access_time2017-04-20 18:29:06

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცებისა და ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მერსედეს ვერა მარტინთან გამართული შეხვედრისას.

 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

 

ფინანსთა მინისტრმა მისიის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ფონდის მისიის მთელმა გუნდმა საქართველოს მიმართ გასწია, რაც საქართველოსთვის ახალი პროგრამის დამტკიცებით დასრულდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით.

 


ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მისიის ხელმძღვანელმა პოზიტიურად შეაფასა ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის, ისე ხარჯვის კუთხით.

 

„ქართულ მხარესთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ სულ ახლახან დავამტკიცეთ ახალი, 285 მილიონი დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც სახეზეა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში. პირველი კვარტლის მონაცემები გვიჩვენებს ძალიან პოზიტიურ დინამიკას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც", - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი ისეთ რეფორმების მიმართულებით, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და სხვ.

 

ინდივიდუალურად განხილული იქნა სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები და მათი მიმდინარეობა დადებითად იქნა შეფასებული.

 

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

 

 



საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

საქართველოში, შესაძლოა, 19 კილოგრამამდე მარიხუანას მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს
access_time2020-01-29 19:30:04
შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს. ლევან მეტრეველს მარიხუანას  კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება. “გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე

სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე
access_time2020-01-29 20:30:47
სააგენტო Fitch-მა გამოთვალა კორონავირუსის სავარაუდო გავლენა აზიის ქვეყნების ეკონომიკებზე. ვირუსი მოახდენს ნეგატიურ გავლენას კორპორაციებზე, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია ტურიზმთან - ნათქვამია Fitch-ის დასკვნაში. თუ ინფექციის გავრცელება გაიზრდება, ყველა საგრძნობლად დაზარალდება.მათ შორის, ტაილანდი, ვიეტნამი, და სინგაპური, რომლებიც ტურიზმისგან სოლიდურ შემოსავალს იღებენ.ასევე დაზარალდებიან ჰონკონგი და მაკაო. აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც...

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“

კობა გვენეტაძე: „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია“
access_time2020-01-29 17:30:26
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ „ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.როგორც კობა გვენეტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირებასა და გასულ წელს მიკროსაფინანსო სექტორის წამგებიან ოპერირებასთან დაკავშირებით განაცხადა, მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, მიკროსაფინანსო სექტორი არაჯანსაღად იზრდებოდა და საჭირო იყო შესაბამისი...

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
access_time2020-01-29 14:45:33
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. მისივე თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up