დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა

დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა

access_time2016-05-05 09:17:53

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მედიის წინაშე 2016 წელს ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება შეაფასა. მისი განცხადებით, 2016 წლის აპრილში საქართველოს 462 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.


ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების/ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 171,235 შეადგინა. ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20% პროცენტით არის გაზრდილი.


საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ასევე დაფიქსირდა 4 თვის მონაცემებითაც.


საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 1,596,916, ზრდამ კი 15.4% შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც (578,100), რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.



დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უცხოური ტურიზმიდან 2015 წლის ჯამურმა შემოსავალმა საქართველოში შეადგინა 1.94 მილიარდი დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 8.3 პროცენტით მეტია, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7%-ი შეადგინა.


2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა.


პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით - იანვარ-აპრილშიც გამორჩეულია იტალია

(+26%,) ლატვია (+25%) და საფრანგეთი (+14%).


შუა აზიის ქვეყნები: ყაზახეთი (+29%) და უზბეკეთი (+64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (+36%) და მოლდოვა (+36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (+106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.


ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო სამთავრობო პროექტს „Check in Georgia“, რომელიც მოიცავს მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მთელი საქართველოს მასშტაბით.


დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას საქართველოში.



შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
access_time2021-04-19 22:30:00
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“...

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ
access_time2021-04-19 19:00:59
სუპერლიგის შექმნა ასეთი რეალური არავის ეგონა. თუმცა გუშინ ღამით ოფიციალურად შექმნეს ახალი ტურნირი და მაშინვე დაიწყო ვარაუდები, პრეტენზიები და მუქარები. მივყვეთ მოვლენებს.   12-მა კლუბმა გადაწყვიტა, რომ უეფასა და ღარიბი გუნდებისთვის ფულის გაყოფა არ სურთ და ახალი ტურნირის შექმნა მოიფიქრეს. ინიციატორები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი იყვნენ. რეალის ბოსი პრეზიდენტი იქნება, იუვეს ხელმძღვანელი და მანჩესტერის მფლობელი ჯოელ გლეიზერი - ვიცე-პრეზიდენტები.   ლა...

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!
access_time2021-04-19 20:00:01
გასულ წელს ჩინეთმა  საკუთარი ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, რომლის გამოყენებისთვისაც საჭირო არ იქნება ბანკში ანგარიშის ქონა და არც ინტერნეტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის. რისთვის სჭირდება ჩინეთს ციფრული ვალუტა,  რომელიც გამოსაცდელად უკვე რამდენიმე მილიონობით გადაეცა...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-19 21:00:13
დღის top 10 საინტერესო ამბავი: რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან...

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-19 18:00:59
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 19 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 20 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up