დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ხდება პოლიტიკისგან თავისუფალი, ღია და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება

დიმიტრი ქუმსიშვილი: საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ხდება პოლიტიკისგან თავისუფალი, ღია და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება

access_time2017-02-17 10:00:00

„საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად, ხდება პოლიტიკისგან თავისუფალი, ღია და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რუმსში" გამართული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას. კვლევაში მოცემულია საქართველოს საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის მიმართ.

 

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2012 წლის შემდეგ დაიწყო და მისი მიზანია, ერთი მხრივ, მთავრობის მიერ გამჭვირვალე და დემოკრატიული მმართველობის განხორციელება, მეორე მხრივ ევროკავშირის საჯარო სივრცესთან დაახლოება. მისი თქმით, 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020", რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საშუალოვადიან პოლიტიკას ამ სექტორში.


„საჯარო მმართველობის რეფორმა განხორციელების პროცესშია და მოიცავს ისეთ სფეროებსა და მიმართულებებს როგორიცაა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი მმართველობა... ყალიბდება კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი, საჯარო მოხელეს ეძლევა მუდმივი განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



„პირადად ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შეფასება უკავშირდება საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის შემცირების თვალსაჩინო ტენდენციას, რაც უმნიშვნელოვანესი პირობაა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის ჩამოსაყალიბებლად.
ასევე, იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემის ზრდის მაჩვენებელი, რაც გამოიხატება მოქალაქეებისადმი უფრო ჰუმანური დამოკიდებულისა და საზოგადოებაში პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულებების მიმართ შიშის განცდის მოხსნით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეს შეფასება, რაც ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სისტემური რეფორმები მიდის სწორი გზით და შედეგი თვალსაჩინოა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, რომელმაც 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობისთვის საქართველოში, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელთა აქტიური ჩართულობით რეფორმა ხორციელდება.

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up