დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე

დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე

access_time2016-11-25 11:23:17

„დღეს, მე პირველად წარვდგები თქვენ წინაშე, როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი. მინდა ვისაუბრო იმ ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხელისუფლებაში მოვიდა კონკრეტული დაპირებებით, რომლებიც აუცილებლად აისახება ჩვენს ბიუჯეტში" - განაცხადა ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 


მისი თქმით, მომავალ წლებში ძირითადი პრიორიტეტი იქნება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, ამავე დროს, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება იმ სოციალური ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებულია მოსახლეობის წინაშე.

 


„ჩვენ, ასევე, სამართლიანი უნდა ვიყოთ საგარეო, თუ საშინაო ვალის აღების დროს - რასაც მოვიხმართ, ჩვენ თავად უნდა გავისტუმროთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მისი თქმით, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე და გადაიდგმება არაერთი ნაბიჯი ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით.

 


ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მიმართული იქნება სახელმწიფო რესურსები.

 


„დღევანდელი ბიუჯეტის გადანაწილებას თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროცენტულ გადანაწილებაში 29.4% მოდის სოციალური ხარჯებზე, ასევე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, სასჯელაღსრულებზე და სასამართლო სისტემაზე - ყველაფერზე ერთად მოდის 14,6%. განათლებასა და მეცნიერებაზე - 8,6%. ბიუჯეტში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე, პრაქტიკულად, არ არსებობდა - ეს არის მეწარმეობისა და ტურიზმის ხელშეწყობა, სადაც 1,2% გვაქვს, თუმცა ჩვენი სურვილია, დაფინანსება ამ მიმართულებაც გაიზარდოს. ინფრასტრუქტურაში ბიუჯეტის 19,8%-ს ვხარჯავთ, ხოლო ყველაფერი დანარჩენი და ვალების მომსახურება შეადგენს - 19,6% და 6,7%-ს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულება და სოციალური დანახარჯები. „უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური ხარჯები. 2012 წელთან შედარებით, დაფინანსება 80%-ზე მეტად არის გაზრდილი, ხოლო 2016 წელს გაწეული ხარჯი მშპ-ს 10%-ზე მეტია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა. შემოვიღოთ ისეთი სისტემები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ბიუჯეტში შევინარჩუნოთ იმ პროცენტული გადანაწილების დონე, რომელიც გვაქვს და ის სერვისები, რომელსაც ვაწვდით მოქალაქეებს, არ შემცირდეს და გაუმჯობესდეს," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მისი თქმით, კვლავ მნიშვნელოვანი თანხები იქნება მიმართული განათლების სისტემის დაფინანსებაზე. „განათლების სფეროს დაფინანსება ბიუჯეტიდან 7,8% იყო, ახლა 8,6%-ია და ის გაიზრდება 9,5%-მდე. განათლების დაფინანსების ზრდა საკმაოდ სწრაფად მოხდება. შემდეგ წელსაც ჩვენ მნიშვნელოვანი თანხები გვექნება ამ მიმართულებით ჩადებული ბიუჯეტში, შესაბამისად ტენდენცია აქ ნათელია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან, ასევე, შენარჩუნდება ძალოვანი უწყებების დაფინანსების პროცენტულობა.

 


როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორებიც არის: „აწარმოე საქართველოში", „მიკრომეწარმეობა" და სხვა.

 


„ძალიან აქტიურები ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მარკეტინგში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მუდმივად ორიენტირებული ვიქნებით ეფექტურობის ზრდაზე. რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად შევცვლით და მოვერგებით მოცემულობას," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მისი თქმით, სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხებს დახარჯავს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. „2012 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტის 26% იხარჯებოდა, შემდეგ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ორიენტირებული ვიყავით ჯანდაცვაზე, ბიუჯეტი შეიცვალა - გავზარდეთ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი. თუმცა დღეს, უკვე 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოხდება. ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 19,8%-დან, რომელიც დღეს გვაქვს, გაიზრდება 28,6%-მდე, რაც დამატებით ნიშნავს 15 მილიარდი ლარის დახარჯვას ინფრასტრუქტურაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ინვესტირება მოხდება არა მხოლოდ მოზიდული თანხებით, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმით. „ჩვენ კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის სამუშაო ვარიანტი უკვე შემუშავებული გვაქვს. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, სხვა დონორ ორგანიზაციებთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მეტი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში ე.წ „სხვა დანარჩენი ხარჯების" შემცირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ შემცირების ტენდენცია შემდგომი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

 

 

„ბიუჯეტთან, წილობრივი პროპორციით უნდა შემცირდეს „სხვა დანარჩენი ხარჯები" - ეს არის მთავრობის ზომა, ეს არის, ასევე, ის საოპერაციო ხარჯები, რომლებზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული და ძალიან ბევრი საინტერესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომავალში ამ მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით. „მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიოში მეცხრე ქვეყანა ვართ გადასახადების ტვირთის მიხედვით, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მდგომარეობას. ამის საშუალებას მოგვცემს მოგების გადასახადის რეფორმაც. ჩვენ ძალიან კარგად წავიწიეთ წინ „Doing Business"-ის რეიტინგში. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი განსაზღვრავს იმას, თუ რა დროითი დანახარჯის გაწევა უწევს ბიზნესს და სწორედ აქ, ჩვენ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს და გვექნება მომავალშიც," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, გადასახადების გადახდის სიმარტივით ქვეყანამ 2013-2016 წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

 

 


„შემდეგი ნაბიჯი იქნება ავტომატური ელექტრონული დეკლარირება, რომელიც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს და შეამცირებს იმ დანახარჯებს, რომელიც ბიზნესმა უნდა გაწიოს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მერწმუნეთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების დეკლარირება, ის ანგარიშგება, რომელიც მას უწევს სახელმწიფოსთან, მნიშვნელოვანია როგორც დროითი, ისე ფულადი დანახარჯების მიმართულებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, მოხდება სახელმწიფო ვალის სტრატეგიის განხილვა.

 

 

 

„დღეს, ჩვენი მთლიანი ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში შეადგენს 41.2%. მნიშვნელოვანია სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოში გაგვაჩნია: 78%-ეს არის საგარეო ვალი, ხოლო 22% საშინაო ვალი. მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის მოცულობა შეადგენს 55%-ს, ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 13%, ხოლო ევრობონდები შეადგენს - 9%-ს. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2.1%,-ია, ხოლო დაფარვის საშუალო ხანგრძლივობა - 10 წელიწადზე მეტი. რაც შეეხება, საშინაო ვალს ვფიქრობთ, რომ საშინაო ვალი არის გასაზრდელი, თუმცა ამ საკითხს ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ბევრი დადებითი და უარყოფითი ფაქტორია, როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალთან მიმართებაში, თუმცა ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია - ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის კუთხით," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგებს და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველო იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეუმცირეს ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up